რა ღირს საზოგადოებრივი მაუწყებელი?

2018 წლის 2 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა კვლევის პრეზენტაცია: ,,რა ღირს საზოგადოებრივი მაუწყებელი?”

კვლევაში წარმოდგენილია, რამდენად საჭიროებს საზოგადოებრივი მაუწყებელი დამატებით შემოსავლებს და როგორ განკარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს, რამდენად ეფექტურად მუშაობს სამეურვეო საბჭო და როგორ იღებს გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივი მაწყებლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

კვლევის მიგნებების თანახმად:

- სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს იღებს და მასში ცვლილებებს ახორციელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისგან დეტალური ბიუჯეტისა და დასაბუთების მიღების გარეშე;

- საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი შრომით ანაზღაურებაზე იხარჯება;

- საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ფინანსთა სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესადგენად წარდგენილი მონაცემები - მომუშავეთა რიცხოვნობა და შრომის ანაზღაურება - არ არის ზუსტი და საჭიროებს გადამოწმებას;

- საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს დამტკიცებული საშტატო განრიგი და შრომის ანაზღაურების განმსაზღვრელი წესი;

- საზოგადოებრივი მაუწყებელი, შემოსავლების (სახელმწიფოს დაფინანსების ხარჯზე) მხრივ, პირველ ადგილზეა, მაშინ, როდესაც წლიური (2017) საშუალო რეიტინგით მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს;

- საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის პროექტები მაღალბიუჯეტიანია;

- საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე არ დევს და არც მოთხოვნის შემთხვევაში არ გასცემს სათანადო ინფორმაციას ბიუჯეტების შესახებ;

- საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომების დღის წესრიგში არ არის განსახილველი საკითხების სრულყოფილი ჩამონათვალი;

- საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, ხშირ შემთხვევაში, სხვა დაწესებულებებისთვის გამოყოფილ თანხებზე გაცილებით დიდია, თუმცა, არ ხდება მაუწყებლის საქმიანობის ეფექტურობისა და პროგრამული პრიორიტეტების შესრულების გაზომვა.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ქვემოთ.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge