პროექტის “პრეზიდენტის რწმუნებული ხალხის სამსახურში” შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია

2006 წლის 1 მაისს სასტუმრო “თორში” პროექტის “პრეზიდენტის რწმუნებული ხალხის სამსახურში” შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მასმედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პრეზენტაციას სტუმრობდა იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომელი.

შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუციური მონიტორინგის შედეგები და ფინასური მონიტორინგის ანგარიში. დეტალურად იქნა განხილული რწმუნებულის ფონდის გაურკვეველი იურიდიული ბუნება და ფონდის აღმასრულებელი დირექციის მიერ კანონდარღვევით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები. ასევე საუბარი იყო შიდა ქართლში რწმუნებულის ადმინისტრაციის მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობასა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო რწმუნებულის ფონდის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ კანონდარღვევებს.

შეხვედრის ბოლოს საზოგადოებას წარედგინა ზოგადი რეკომენდაციები და საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ითვალისწინებს პროექტის მიმდინარეობის პროცესში აღმოჩენილი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge