პატიმრებმა საიას დახმარება თხოვეს

ამა წლის 3 თებერვალს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებიდან წერილობით მიმართა 34 მსჯავრდებულმა.

განცხადებაზე ხელმოწერით მსჯავრდებულები ერთხმად ადასტურებდნენ დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის პირობებს, რაც მათივე თქმით  დაწესებულების ადმინისტრაციის უკანონო მოქმედებაში, მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებში და ადეკვატური სამედიცინო მომსახურეობის უგულებელყოფაში გამოიხატებოდა.

2009 წლის 5 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადგილზევე შეისწავლა დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა, რითაც მსჯავრდებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაუსაძლის პირობებთან დაკავშირებით იქნა გადამოწმებული და დადასტურებული.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს უფლებამოსილ პირებს დროულად შეისწავლონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 საპყრობილეში არსებული პრობლემები და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge