საიამ Ichange-ის მნიშვნელობაზე სტუდენტებთან დისკუსიები გამართა

საიამ სტუდენტებს ელექტრონული პეტიციების პორტალი Ichange გააცნო. შეხვედრები გაიმართა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტში“.

შეხვედრის ფარგლებში მიმოხილული იქნა პეტიციების პორტალის შექმნის ისტორია, ელექტრონული პეტიციის არსი, მისი დანიშნულება, ვებ გვერდის ichange.gov.ge ინტერფეისი, პორტალზე რეგისტრაციის, ინიცირებისა და ხელმოწერის პროცედურები, აგრეთვე, პეტიციის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესები. საიას წარმომადგენელმა სტუდენტებს, ასევე, გააცნეს პორტალის Facebook გვერდი, სადაც განთავსებულია მომხმარებლისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

მსმენელებმა დააფიქსირეს საკუთარი ხედვა პორტალით სარგებლობის წესების შესახებ. მათ, აგრეთვე, გადაეცათ პროექტის ფარგლებში შემუშავებული მასალები,

მონაწილეებმა გამოხატეს მზადყოფნა პროცესში აქტიურად ჩართვაზე და გამოთქვეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი პორტალთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრის დროს, ასევე,ინიცირებული იქნა  რამდენიმე მნიშვნელოვანი პეტიციის თემა.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge