მოამზადე მასალა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და დასაჩუქრდი სასაწავლო ვიზიტით ბერლინში

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
ჟურნალისტს/ბლოგერს, რომელიც 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 20 აპრილის ჩათვლით გამოაქვეყნებს სტატიას/სიუჟეტს/ბლოგს ქართულენოვან მედიაში.

რას უნდა ეხებოდეს სტატია/სიუჟეტი/ბლოგი?
სტატია/სიუჟეტი/ბლოგი უნდა მოიცავდეს უკიდურეს პოლიტიკურ პოლარიზაციას და მის გავლენას საქართველოს მოსახლეობაზე, ამ პრობლემის ამსახველ საკითხებს ან მათი გადაჭრის გზებს.

რა კრიტერიუმებით შეფასდება ნამუშევარი?
-  გადმოცემული საკითხის სისწორე და რეალურობა;
- სტატიის/სიუჟეტის/ბლოგის მიუკერძოებლობა;
- სტატიის/სიუჟეტის/ბლოგის საზოგადოებრივი სარგებელი;
- ნამუშევარის ორიგინალურობა;
- სტატიის/სიუჟეტის/ბლოგის სტრუქტურა;
- მომხმარებლებისთვის მოყოლის სტილი.

გამარჯვებული გამოვლინდება 2019 წლის 1 მაისამდე, მონაწილეობას მიიღებს მედია ფორუმზე და შეუერთდება სამ დღიან სასწავლო ვიზიტს ბერლინში, რომელიც გაიმართება 2019 წლის ივნისში/ივლისში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ აპლიკაცია არა უგვიანეს 2019 წლის 20 აპრილისა.

კონკურსი ხორციელდება გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, Democracy Reporting International (DRI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცისა და ფორსეტის პროექტის ,,პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge