კვლევის პრეზენტაცია - „საარჩევნო კამპანიის მედია მონიტორინგი - პრაქტიკის ანალიზი“

2014 წლის 31 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცამ გამართა კვლევის პრეზენტაცია „საარჩევნო კამპანიის მედია მონიტორინგი-პრაქტიკის ანალიზი“. 
კვლევაში განხილულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედია მონიტორინგი. ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2011 წლამდე განხორციელებული მედია მონიტორინგის შედეგები. განხილული იქნა საარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მარეგულირებელი კანონდებლობის ანალიზი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები.
 
  კვლევის შედეგად გამოვლინდა საქართველოში სხვადასხვა საარჩევნო პერიოდებში ჩატარებული მედია მონიტორინგების არაეფექტურობა და ხარვეზები:
 
მედია მონიტორინგის პროცესი არ არის მიმართული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, ამომრჩეველთა უკეთ ინფორმირებულობის თვალსაზრისით;
 
უნდა გაუქმდეს მაუწყებლების ვალდებულება ყოველკვირეულად მიაწოდონ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედია მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია;
 
მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს მედია მონიტორინგის მომსახურების შესყიდვის გზით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გაშუქების ანალიზი შესაბამისი სპეციალისტების მიერ;
 
უნდა გაძლიერდეს მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოების როლი საარჩევნო პერიოდის სათანადო გაშუქების საქმეში.
კვლევა შეიცავს რიგ რეკომენდაციებს საარჩევნო კამპანიის მედია მონიტორინგის ეფექტურობის გაზრდისათვის.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge