კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ვენეციის კომისიის სხდომაზე პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით მოსაზრებებს წარადგენს

19 და 20 ივნისს,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლები ვენეციის კომისიის სხდომებს დაესწრებიან, სადაც „პროკურატურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება. ცვლილებების პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არის ინიცირებული. ვენეციის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ კოალიციის ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ფარგლებში შემუშავებული მოსაზრებები.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge