იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში

საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს.

სწავლის მსურველებმა 18 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ მეილზე უნდა გამოაგზავნონ შევსებული განაცხადის ფორმა ან მატერიალური ფორმით წარმოადგინონ საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ოფისში.

საკვირაო სკოლაში სწავლა ფასიანია, 6 თვიანი კურსის მთლიანი ღირებულება შეადგენს 200 ლარს.

ლექციები ჩატარდება ყოველ შაბათ დღეს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 18:00 საათის ჩათვლით. (შაბათ – კვირას საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად)
ქ.თბილისი, ჯ.კახიძის ქ. №15
საკონტაქტო პირები:
მარიამ აბულაძე- ltic@gyla.ge , iuridiuliganatleba@yahoo.com ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 147), მობ: 595961900;
ნინო ბაღაშვილი- n.baghashvili@gyla.ge ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 137), მობ: 558671754.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge