აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობა ისევ საფრთხეშია

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ  მიზნით იგეგმება კონკრეტული ღონისძიებების გატარება, მათ შორის საშტატო განრიგში ცვლილება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტელევიზიის წარმომადგენლები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხეს ხედავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები რისკის ქვეშ აყენებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას, ზიანს აყენებს ქვეყანაში მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ განვითარებას. 

მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს უზრუნველყოს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა.

საია გამოთქვამს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge