აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები გაბათილდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი იცავდა პირს, რომელსაც სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსის შედეგად აკადემიური თანამდებობის დაკავებაზე უარი ეთქვა.  

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით დარღვევები დაადგინა და მოსარჩელის ნაწილში ბათილად ცნო სსიპ. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება. ასევე, გაუქმდა სააპელაციო კომისიის სხდომის ოქმი. უნივერსიტეტს დაევალა გადაწყვიტოს კონკურსის პირობებთან შესაბამისობის საკითხი და ხელახლა შეაფასოს საკონკურსო მასალები. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. 

ამ საქმეს საია BFDW-ის (ფონდი „პური მსოფლიოსათვის) მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,ყველაზე მოწყვლადი პირებისა დათემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში აწარმოებდა. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge