ა (ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა (საია) ასოციაცია აცხადებს ტენდერს საწვავი - პრემიუმის შესაძენად (ოქტანობა არანაკლებ 95)

საია გეგმავს შეიძინოს საწვავი -  პრემიუმი, საორიენტაციო ჯამური შესყიდვის ოდენობა შეადგენს 30 000 ლიტრს.  

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ კომპანიას, რომელიც საქართველოს შემდეგ ქალაქებში/მუნიციპალიტეტებში: თბილისი, რუსთავი, თელავი, დუშეთი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი ფლობს ავტოგასამართ სადგურებს. მიმწოდებელი 2021 წლის განმავლობაში, საიასათვის გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, პერიოდულად განახორციელებს საწვავის მიწოდებას (საბარათე ან ტალონების ფორმით)

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოსშემოთავაზებული პრემიუმის საწვავის  შესახებ მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხისდამადასტურებელი სერთიფიკატი. წარმოდგენილი ხარისხის სერთიფიკატი უნდა შეესაბამებოდესევროკავშირის ”EN 228” სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

კომპანიამ ასვე უნდა წარმოადგინოს, ავტოგასამართი სადგურებისა და მათი ადგილმდებარეობის შესახებ(მისამართების მითითებით) ინფორმაცია. 

ტენდერში კომპანიის შერჩევისას გათვალისწინებული იქნება  შემოთავაზებული საწვავის -  პრემიუმი(ოქტანობა არანაკლებ 95),  ერთეულის დაბალი ფასი.    

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნავთობპროდუქციის (საწვავის) სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მისიღირებულების საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასსა ან/და ეროვნული ვალუტისოფიციალურ გაცვლით კურსზე დამოკიდებულების გამო, მიმწოდებელი ვალდებული იქნება შემსყიდველორგანიზაციას ყოველ სამ თვეში ერთხელ წარუდგინოს ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობითგამოთვლილი მისაწოდებელი საწვავის ერთეულის ფასი, რომელიც საწვავის საბაზრო ფასთან შედარებით 5 დან 10 თეთრამდე უფრო დაბალი ერთეულის ფასი უნდა იყოს, აღნიშნული ფასის მიხედვით მოხდება სამ თვეში ერთხელ საწვავის შეძენა საიას მიერ ტალონების ან საბარათე სისტემის მეშვეობით. 

 

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველმა კომპანიამ ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით შემოთავაზება და ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: gkiphiani@gyla.ge არაუგვიანეს 2021 წლის 1 თებერვლისა, საგანში გთხოვთ მოუთითოთ „საწვავი“ , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge