სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

რატი თინიკაშვილი

პროექტის იურისტი

ელ. ფოსტა: rtinikashvili@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

რატი თინიკაშვილი 2015 წლის აგვისტოდან მუშაობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. 

2015 წლიდან დღემდე - გახლავთ საიას საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამების იურისტი;

2016 წლიდან დღემდე -  იგი არის საარჩევნო მისიის დამკვირვებელთა ტრენერი, აგრეთვე, წარმოადგენს ორგანიზაციას საარჩევნო დავების განხილვისას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოებში;

2016 წელს -  იყო  IREX-ის ტრენერი ჟურნალისტებისთვის;

2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ივლისამდე - მუშაობდა საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატის თანაშემწედ;

2014 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე -  იყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალგორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სპეციალისტი;

2013 წლის მაისიდან აგვისტომდე - სტაჟირება გაიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოში;

რატი თინიკაშვილი არის 10-მდე კვლევისა და ანგარიშის ავტორი და თანაავტორი.

იგი ფლობს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში.

ამჟამად, გახლავთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი და მუშაობს კვლევაზე საარჩევნო დავების მიმართულებით.