სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ნინო ბაღაშვილი

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდში დირექტორის თანაშემწე

ელ. ფოსტა: n.baghashvili@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

ნინო ბაღაშვილი 2014 წლის მარტიდან  მუშაობს საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდში დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე. 2012-2014 წლები იყო შპს. ჯოი ფრომოუშენის იურისტი.2012-2013 წლებში მუშაობდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კურსდამთავრებულთა ჩართულობის ინოვაციური ფონდის პროექტში „მენტორინგის პროგრამა საქართველოს რეგიონებში“ დირექტორის თანაშემწედ. 2011-2012 წლებში იყო სტაჟიორი/მკვლევარი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ - არბიტრაჟის განვითარების პროექტის ფარგლებში.  ასევე 2011 წელს ნინო სტაჟირებას გადიოდაცაგერის რაიონულ სასამართლოში.