სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ირმა პავლიაშვილი

აღმასრულებელი დირექტორი

ელ. ფოსტა: pavliashvili@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

სამართლისა და კარგი მმართველობის სპეციალისტი, 15-წლიანი გამოცდილებით  არასამთავრობო და კერძო სექტორებში. 16 ანალიტიკური პუბლიკაციის ავტორი. ასევე, 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილების ავტორი, რითაც კონსტიტუციაში აისახა ჩანაწერი ქალთა პოლიტიკური და საარჩევნო თანასწორობის შესახებ. 100 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არჩეული წარმომადგენელი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფში.

ირმა პავლიაშვილის სამუშაო მოიცავს როგორც მმართველობით და ადმინისტრაციულ, ასევე, ანალიტიკურ გამოცდილებას, ქსელური მუშაობისა და ადვოკატირების წარმატებულ გამოცდილებას. მათ შორის, ირმა პავლიაშვილის მმართველობით რამდენიმე ასობით თანამშრომელი/დამკვირვებელი, მსხვილი ქვე-გრანტების მიმღები ორგანიზაციები ახორციელებდნენ საქმიანობას საიას 9 ოფისში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამავდროულად, ირმა პავლიაშვილი არის სხვადასხვა მეთოდოლოგიური და სახელმძღვანელო დოკუმენტის ავტორი - როგორც საიასთვის, ისე მედიის ფართო ქსელისთვის. ირმა პავლიაშვილმა ასევე შეიმუშავა რეალურ დროში მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის სისტემა, რამაც შესაძლებლობა მისცა საიას დაკვირვების ანალიზი რეალურ დროში წარმოედგინა არჩევნების დღეს.

გარდა ამისა, ირმა პავლიაშვილი არის BRIDGE-ის ნახევრად-აკრედიტირებული ფასილიტატორი, CTC-ს მართვის კურსდამთავრებული და IREX-ის ტრენერი ჟურნალისტებისთვის. ირმა პავლიაშვილი ასევე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი.

საიას გამგეობის მიერ აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნამდე, ირმა პავლიაშვილი ხელმძღვანელობდა USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც ეხება პოლიტიკურად მოტივირებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნის შემცირებას და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნას.