სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ლელა ტალიური

პროექტის კოორდინატორი

ელ. ფოსტა: taliuri@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

ლელა ტალიური 2015 წლიდან მუშაობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საარჩევნო პროექტების კოორდინატორის პოზიციზე. 2010 წლის სექტემბრიდან  მუშაობდა საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულების პროექტების კოორდინატორად საიაში. ამავე მიმართულებით -  საიას მიერ მომზადებული არაერთი კვლევის, ანგარიშის, საკანონმდებლო რეკომენდაციის თანაავტორი, გამოცემაზე პასუხისმგებელი პირი. 2014 წელს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო კომისიის წევრი. 2006-2013 წლებში - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი. 2010-2013 წლებში - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი. 2010 წელს - უფროსი იურისტი არასამთავრობო ორგანიზაციაში `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.2009 წელს - ინტერნი ორგანიზაციაში `რჩევები ადამიანის უფლებებზე ევროპაში. (``The AIRE Centre``) ლონდონი, დიდი ბრიტანეთი. 2004 - 2008 წლებში -  საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი. 2005-2006 წლებში -  პროექტის ,,პრეზიდენტის რწმუნებული ხალხის სამსახურში“ იურისტი. 2005-2006 წლებში - დებატების კურსის ტრენერი საიას თელავის ოფისში. 2004-2008 წლებში - საიას ოლქისა და უბნის დამკვირვებელი, საიას დამკვირვებელთა ტრენერი.  2006 წელს - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირველი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისას თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2006-2007 წლებში - კითხულობდა ადამიანის უფლებებს, ასევე ინტელექტუალური საკუთრების სამართალს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2006 წელს - ტრენერი ბავშვთა უფლებებზე საზაფხულო ბანაკში ორგანიზებული არასამთავრობო ორგანიზაციის „ავანგარდი` მიერ. 2005-2006 წლებში - კურატორი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თელავის საგამოცდო ცენტრში. 2005 წელს -  საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული მონიტორინგის ჯგუფის წევრი. 2004 წელს -  სამოქალაქო სამართლის იურისტი საიას თელავის ოფისში. 2004 წლიდან დღემდე - საიას წევრი. 2002-2003 წლებში თელავის რაიონული სასამართლოს სტაჟიორი.

მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებების თეორიასა და პრაქტიკაში დიდ ბრიტანეთში.