სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ნინო ჩიხლაძე

პროექტის კოორდინატორი

ელ. ფოსტა: chikhladze@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

ნინო ჩიხლაძე არის ექსპერტი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში. იგი 2005 წლიდან მუშაობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

2015 წლიდან ნინო არის სხვადასხვა პროექტის კოორდინატორი  ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით;

2013-2015 წლებში იყო „ქალთა გაძლიერება შრომითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და გენდერული ძალადობის დასამარცხებლად“  პროექტის კოორდინატორი;

2012 წელს კი, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების დაცვის სფეროში" კოორდინატორი;

2011 - 2012 წლებში მუშაობდა „საქართველოს ეროვნული პლატფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის“  პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე, ამავე პერიოდში მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გაძლიერება კონფლიქტსა და სტაბილურობაზე პროექტის ასისტენტად საიაში;

2010 – 2011 წლებში იყო კონფლიქტის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის შესახებ ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობის პროექტის ასისტენტი, ამავე პერიოდში მუშაობდა არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესების პროექტში ექსპერტად და ასევე, გენდერულ ძალადობასთან მიმართებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცნობიერების დონის ამაღლება, ინეტგრაცია და რეაბილიტაციის პროექტის კოორდინატორად;

2009 წელს მუშაობდა პროექტის ასისტენტად „ოჯახში ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ“.

2008 – 2009 წლებში იყო „შევაჩეროთ ძალადობა ოჯახში“! პროექტის ასისტენტი;

2006 წელს  ოჯახში ძალადობის პროექტის კოორდინატორის თანაშემწე;

2005 – 2006 წლებში საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) კანონპროექტთან მიმართებაში პროექტის დირექტორის  თანაშემწე, ამავე პერიოდში იყო  იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის კოორდინატორის თანაშემწე.

 

ამავდროულად, ნინო ჩიხლაძე არის:                                                                                           

- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

- ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრი;

- ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების ჯგუფის წევრი;

- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ჯგუფის წევრი.