სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მარიამ სვიმონიშვილი

ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი

ელ. ფოსტა: msvimonishvili@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

მარიამ სვიმონიშვილი 2022 წლის მარტიდან არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი. ის 2020 წლის ივნისიდან იკავებდა საია-ს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ანალიტიკოსის პოზიციას. მარიამი მუშაობდა როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე, ასევე სოციალურ საკითხებზე. ის არის არაერთი კვლევის და ანგარიშის ავტორი/თანაავტორი. 

მარიამი 2019-2020 წლებში იკავებდა იურიდიული ფირმა ბიელსის (BLC Law Office) იურისტის თანაშემწის პოზიციას. 2018 წელს მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია „სტერეო +“-ის სამართლებრივ დეპარტამენტში. აგრეთვე, პარალელურად იყო საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრში სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით ადვოკატის თანაშემწე. გარდა ამისა, 2016 წელს გაიარა სტაჟირება დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის  ვალდებულებითი სამართლის ცენტრში.

მარიამს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ტრენინგსა თუ საზაფხულო სკოლაში ადამიანის უფლებათა სამართლის საკითხებზე. სხვადასხვა დროს ის მონაწილეობდა ტალინის უნივერსიტეტის, ალიკანტეს უნივერსიტეტისა და ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პროექტებში. აგრეთვე, ის იყო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებული.  

მარიამი ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხს. ის ასევე გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სწავლობდა მასარიკის უნივერსიტეტსა (ჩეხეთის რესპუბლიკა, 2017 წელი) და ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში (საფრანგეთი, 2019 წელი).