სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

გვანცა საკანელაშვილი

ანალიტიკოსი/თავმჯდომარის მოადგილე

ელ. ფოსტა: gsakanelashvili@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

გვანცა საკანელაშვილი 2021 წლის იანვრიდან არის თავმჯდომარის მოადგილე. 2019 წლიდან გვანცა ადამიანის უფლებათა პროგრამაში მუშაობს ანალიტიკოსად - თანასწორობის საკითხებზე. გვანცა პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მიმართულებით, საჭიროებების გამოსავლენად ანალიტიკური პროცესის დაგეგმვასა და შესაბამისი ინსტრუმენტების შემუშავებაზე. 2020 წლის დეკემბრიდან გვანცა საერთო კრების მიერ არჩეულია საიას გამგეობის წევრად.

2012 წლიდან დღემდე გვანცა საკანელაშვილს ორგანიზაციაში ეკავა სხვადასხვა პოზიცია საარჩევნო საკითხების, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ნაწარმოები და წარმატებით აქვს დასრულებული არაერთი დავა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად. გვანცა წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული საია-ს საარჩევნო დავების წარმოების პროცესში. 

გვანცა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა დაწესებულებებთან, როგორც ტრენერი, საარჩევნო და სისხლის სამართლის საკითხების მიმართულებით. სხვადასხვა დროს, იგი ჩართული იყო არაერთი ანალიტიკურ-კვლევითი დოკუმენტის მომზადებაში, არის კვლევების ავტორი და თანაავტორი. გვანცას მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონის ტრენინგსა თუ კონფერენციაში. 

გვანცა საკანელაშვილი არის სპეციალიზებული ადვოკატი სისხლის სამართლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. იგი ფლობს მაგისტრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში.