სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

თამთა წვერაიძე

საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ასისტენტი

ელ. ფოსტა: ttsveraidze@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

თამთა წვერაიძე საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ასისტენტია. ამავდროულად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი საჯარო სამართლის მიმართულებით.

თამთა საია-ს 2019 წლის სექტემბერში შეუერთდა და საარჩევნო, მართლმსაჯულების, თვითმმართველობისა და საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით პროექტების  მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

2015 წლიდან არაერთი სტაჟირება აქვს გავლილი როგორც საპარლამენტო კონტროლის, ასევე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მხარდაჭერის მიმართულებით.

2017 წელს აქტიურად იყო ჩართული ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაშიც. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ღია მმართველობის პარტნიორობის წარმატებული მოდელის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის მომზადებაში, რომელიც ამერიკულმა საკონსულტაციო ორგანიზაციამ (Democracy International) USAID-ის დაკვეთით გადაიღო.

2017 წლიდან ჩართულია არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით.

2019 წლის მაისიდან სექტემბრამდე, გავლილი აქვს სტაჟირება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI/PROLoG), კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” სამდივნოში, პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერის მიმართულებით.

2015 წლიდან  დღემდე აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდულ მოხალისეობრივ აქტივობებში მოზარდებში ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.  დასწრებია არაერთ საერთაშორისო ტრენინგს არასამთავრობო ორგანიზაციების ადმინისტრირებისა და ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდის თემატიკაზე. მონაწილეობა მიუღია საერთაშორისო კონფერენციებსა და დისკუსიებში როგორც მონაწილესა და ორგანიზატორს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის (EYP) ქსელის წევრ სახელმწიფოებში. 2015-2016 წლებში ადგილობრივი ორგანიზაციის გამგეობის წევრი იყო.