ელ. ფოსტა: vzhizhiashvili@gyla.ge
რეგიონი: თბილისი
ვასილ ჟიჟიაშვილი ამჟამად არის საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის იურისტი. ის ასევე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-3 კურსის სტუდენტი.
2019 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე იყო საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელის დამხმარე
2019 წლის თებერვლიდან მაისამდე იყო საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროგრამის სტაჟიორი.
ვასილი არის რამოდენიმე იმიტირებული პროცესის გამარჯვებული:
- თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ადამიანის უფლებების სამართლის სტუდენტურ შეჯიბრში „იმიტირებული სასამართლო პროცესები“ I ადგილი, 2018 წლის 24-25 ნოემბერი.
- 2018 წლის დეკემბერში საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“ საუკეთესო მოპასუხე.
- 2018 წელს საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“ ფონდის რჩეული.
ვასილს მონაწილეობა აქვს მიღებული საზაფხულო სკოლებშიც
- „ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“(EWMI/PROLoG) ფინანსური მონაწილეობით და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩატარებულ საზაფხულო სკოლაში კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში. ბათუმი, საქართველო 22 ივლისი - 1 აგვისტო, 2019 წელი.
- თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ საზაფხულო სკოლაში „გამოხატვის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამარტლოებისა და აშშ-ს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში“. ბათუმი, 10-14 სექტემბერი, 2019 წელი.