სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ნიკა სიმონიშვილი

საპარლამენტო მდივანი/ანალიტიკოსი

ელ. ფოსტა: nsimonishvili@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

2018 წლის აგვისტოდან არის საიას წარმომადგენელი პარლამენტში და ანალიტიკოსი ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში. 2019 წლის ნოემბერში საერთო კრებამ აირჩია საიას გამგეობის წევრად.

2017 წლის მაისიდან 2018 წლის აგვისტომდე ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წამყვან სპეციალისტად.  ნიკოლოზს საიაში აქვს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილებაც. 2013 წლის იანვრიდან ის იყო იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორი, ამავე წლის ოქტომბერში გახდა იურისტ-კონსულტანტი, ხოლო 2015 წლის მარტიდან ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მას წარმატებით ნაწარმოები აქვს საიას არაერთი სტრატეგიული საქმე. 2015 წლის მარტიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

მას ასევე აქვს სალექციო და ტრენინგ კურსების გაძღოლის გამოცდილება. ის იყო სულხან-საბას სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრისა და ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მოწვეული ტრენერი.

ის არის სამეცნიერო სტატიების, ანალიტიკური დოკუმენტებისა და სამართლებრივი ბროშურების ავტორი და თანაავტორი.

მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში, ტრენინგსა და სამუშაო შეხვედრაში. მათ შორის:

- სამუშაო შეხვედრები ფლანდრიის მთავრობასთან ბავშვის უფლებების შესახებ;

- საზაფხულო აკადემია ეუთოს შესახებ;

- საქართველო-ევროკავშირის შეხვედრა, მე-11 ყოველწლიური დიალოგი ადამიანის უფლებების შესახებ;

- სამუშაო ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში, პროგრამა: „დღის წესრიგი 2030 - რეგულირების ზეგავლენის მოთხოვნები საქართველოში“ დასაქმების საკანონმდებლო და პრაქტიკული რეგულირება ავსტრიის რესპუბლიკაში;

- სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ჰარმონიზება ევროკავშირის სამართალთან;

- გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ლტოლვილთა დაცვის სამართალი პრაქტიკოსი იურისტებისა და ადვოკატებისათვის“;

- საერთაშორისო გაცვლითი სემინარის “Ost-West Netzwerk” მონაწილე; სემინარი თემაზე: სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი დაცვა.

ნიკოლოზს წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხური და მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრისა (2014 წ.) და კერძო სამართლის მაგისტრის (2016 წ.) ხარისხი. ამჟამად ის არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი.