ელ. ფოსტა: mozashvili@gyla.ge
რეგიონი: თბილისი
მარიამ ოზაშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობს 2016 წლიდან.
2017 წლიდან დღემდე - მარიამი არის საიას პროექტის „ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ (BFDW) ასისტენტი;
2016 - 2017 წლები - იყო საიას თავმჯდომარის ასისტენტი; ასევე, ამავე პერიოდში იგი გახლდათ საერთაშორისო ორგანიზაცია Democrcay Reporting International (DRI)-სა და საიას ერთობლივი პროექტის „პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ კოორდინატორი;
მაისი, 2016 - დეკემბერი, 2018 - მედიამონიტორი, „ინტერნიუსი-საქართველო“, UNDP-ის პროექტი „წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი“;
2015 - 2016 წლები - აღმოსავლეთ პატნიორობის ფორუმის ეროვნული პლატფორმის მე-5 სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი;
სექტემბერი, 2015 - სექტემბერი, 2016 - კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო” (PMMG);
აპრილი-ივლისი, 2015 - საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision Georgia-ს ბავშვთა დაცვის პროგრამის ფასილიტატორი;
2012 - 2014 წლები - მედიამონიტორი და საექსპერტო ინტერვიუერი (მიგრაციის პოლიტიკის შემსწავლელი კვლევა), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC);
2010 წელი - მიწვეული სპეციალისტი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში.
მარიამს მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკის სპეციალობით ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.