სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ეკა მამრიკიშვილი

საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი

ელ. ფოსტა: emamrikishvili@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

ეკა მამრიკიშვილი საიაში 2018 წლის მარტის თვიდან მუშაობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე.

2017-2018 წლებში, იგი ჩართული იყო ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამაში;

2016 წელს ეკამ სტაჟირება გაიარა Article 1 / Hrcarehouse-ში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის კვლევის მიმართულებით;

2015-2016 წლებში კი, იგი ჩართული იყო ადამიანის უფლებათა ეროვნული ისნტიტუტის კვლევაში. საკვლევი თემა: პირის დაკავებისა და პრაქტიკის კვლევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით.

საკონსტიტუციო სამართალწარმოების მხრივ, აღსანიშნავია, რომ ეკა გახლდათ:

- 2018 წ. -  წარმომადგენელი N885-1231 კონსტიტუციურ სარჩელებზე (ე.წ. „მოსმენების საქმე“);

- 2018 წ. -  წარმომადგენელი/მოსარჩელე N790 კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებების შესახებ;

- 2016 წ. - სასამართლო მეგობრის მოსაზრება N703 კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;

- 2016 სასამართლო მეგობრის მოსაზრება N690 კონსტიტუციურ სარჩელზე „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს პარლამენტის წინააღდეგ.

ასევე, ეკა მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და კონფერენცია-სემინარებში. მათ შორის, აღსანიშნავია:

- 2018 წ. ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) მე-3 კონგრესში მონაწილეობა;

- 2016 წ. საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა.

ეკას მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი სამართალში თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. ამაჟამად, იგი გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „საჯარო სამართალი და პოლიტიკა“ სტუდენტი.