სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მარიამ გოგოსაშვილი

პროექტის კოორდინატორი

ელ. ფოსტა: mgogosashvili@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

მარიამ გოგოსაშვილი არის მედია მიმართულების იურისტი. ამჟამად,  იგი საიაში მუშაობს პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე საქართველოში მედია გარემოს მდგომარეობის გამუჯობესების კუთხით.

ნოემბერი, 2013 – დეკემბერი, 2017 - მარიამი იყო შპს „სტერეო +“-ის სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

აპრილი, 2013 - იანვარი, 2014 - მედია ექსპერტი პროექტის “ENP East Media Freedom Watch”ფარგლებში;

2013 წლის ივლისი-ნოემბრის პერიოდში მარიამი გახლდათ მიწვეული სპეციალისტი საქართველოს პარლამენტში - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში;

აპრილი, 2012 - ნოემბერი, 2013 - მარიამი მუშაობდა საიაში იურისტის პოზიციაზე, ხოლო 2010 წლის იანვრიდან 2012 წლის მარტამდე კი, გახლდათ იურისტის თანაშემწე.

მარიამს აქვს მოსამართლის თანაშემწის კვალიფიკაცია, ასევე, გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სახის სასერთიფიკატო კურსები.

ასევე, მარიამ გოგოსაშვილი არის ათზე მეტი კვლევითი ნაშრომის ავტორი მედიასამართლის მიმართულებით.

მარიამი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში, ასევე,  მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).