სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მარიკა დუმბაძეი

ადვოკატი

ელ. ფოსტა: mdumbadze@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

მარიკა დუმბაძე 2019 წლის იანვრიდან დღემდე არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატი.

- 2017 წლის მაისი - 2018 წლის დეკემბერი - იგი გახლდათ საიას იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტ-კონსულტანტი სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;

- 2017 წლის იანვარი - 2017 წლის მაისი - მუშაობდა საიას საქმის წარმოების სპეციალისტად;

- 2016 წლის მაისი - 2016 წლის დეკემბერი - იყო საიას იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატის თანაშემწე;

- 2016 წლის აპრილი-მაისი - გაიარა სტაჟირება New Vision Legal Aid Office - იურიდიული დახმარების ცენტრში იურისტის თანაშემწის პოზიციაზე;

- 2015 წლის აპრილი - 2016 წლის თებერვალი - გაიარა სტაჟირების პროგრამა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

- 2016 წლიდან დღემდე - მარიკა არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალ - „თსუ სამართლის მიმოხილვის“ აღმასრულებელი რედაქტორი.