ელ. ფოსტა: mkartvelishvili@gyla.ge
რეგიონი: თბილისი
2019 წლის დეკემბრიდან არის საია-ს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი. მერაბი, 2018 წლის მარტიდან 2019 წლის დეკემბრის თვემდე იკავებდა საია-ს სისხლის სამართლის ანალიტიკოსის პოზიციას, ასევე იყო სისხლის სამართლის მონიტორინგის გუნდის ხელმძღვანელი.
2018-2019 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმის კომიტეტის წევრი.
2015 წლის ივლისიდან არის ადვოკატი სისხლის სამართლის მიმართულებით. 2015-2018 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.
2013-2015 წლებში მუშაობდა რამდენიმე არასამათავრობო ორგანიზაციაში, მათ შორის ა(ა)იპ მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი საქართველოში (IMTD-Georgia), ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორის პოზიციაზე.
ის არის არაერთი კვლევის, ანგარიშის თუ ანალიტიკური დოკუმენტის ავტორი/თანაავტორი.
მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრენინგებში. მათ შორის:
მერაბს აქვს დამთავრებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (ბაკალავრი), ხოლო 2016 წელს მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო საჯარო სამართალში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA).