სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სულხან სალაძე

თავმჯდომარე

ელ. ფოსტა: s.saladze@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

სულხან სალაძე არის ექსპერტი ანტიკორუფციული, გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის საკითხებში. იგი საიას გამგეობამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ 2017 წლის დეკემბერში აირჩია.

სულხანი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობს 2011 წლიდან  და თავმჯდომარედ არჩევამდე, მას ორგანიზაციაში ეკავა სხვადასხვა პოზიცია ანტიკორუფციული, გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის მიმართულებით. მათ შორის, იყო პროექტის იურისტი, კოორდინატორი, 2015 წლის ნოემბრიდან კი, არის საიას გამგეობის წევრი. სულხანი, ასევე, ჩართული იყო საიას აჭარის ფილიალის საქმიანობაში 2004-2005 წლებში;

2016 წლის აპრილიდან 2018 წლის თებერვლამდე, სულხან სალაძე გახლდათ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი;

2006 წლიდან დღემდე, იგი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა დაწესებულებებთან, კერძო, საჯარო თუ არასამთავრობო სექტორიდან, როგორც მიწვეული ლექტორი, ტრენერი, საჯარო მომხსენებელი ანტიკორუფციული, გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის საკითხების მიმართულებით. მათ შორის, 2014 წლიდან დღემდე, სულხან სალაძე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიწვეული ლექტორი  თემაზე: „კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკა“, ხოლო 2010-2011 წლებში კი, იყო კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) კავკასიის ბიუროს ტრენერი თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობის წევრების ახალი ადმინისტრაციული სტრატეგიები“;

სულხან სალაძე, ასევე, გახლავთ სხვადასხვა სახის საბჭოს/კომისიის წევრი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. მათ შორის:

- უწყებათაშორისი  ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრი;

- საიას - როგორც მუდმივი წევრის წარმომადგენელი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფორუმზე.

სულხან სალაძე, აგრეთვე,  ეწევა კვლევით საქმიანობას. სხვადსახვა დროს, იგი ჩართული იყო 43 ანალიტიკურ-კვლევითი დოკუმენტის მომზადებაში, მათ შორის, არის  21  კვლევითი პუბლიკაციის ავტორი და 22 კვლევითი ჯგუფის კოორდინატორი. ასევე, იგი არის ავტორი მრავალი ჟურნალისტური პუბლიკაციისა, რომლებიც გამოქვეყნებულია ქვეყნის მთავარ მედია გამოცემებში.

სულხანს მონაწილეობა აქვს მიღებული ოცზე მეტ საერთაშორისო დონის ტრენინგსა თუ კონფერენციაში, მათ შორის, აღსანიშნავია:

-  აშშ კონგრესის პროგრამა: ღია სამყარო, ვაშინგტონი (2016წ.);

-  საზაფხულო აკადემია ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის: საჯარო ადმინისტრირება და მენეჯმენტი - გამჭვირვალობისა და საჯარო სექტორის რეფორმა, Lund University, შვედეთის ინსტიტუტის დაფინანსებით (2015წ.);

- ტრენინგი თემაზე: „სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისთვის“, სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი (ISS), ჰააგა (2011).

სულხან სალაძე ფლობს მაგისტრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში.