|
საია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შედეგებს აფასებს
|
|
|
|
ორშაბათი, 30 აგვისტო 2010
|
დღეს, 2010 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა “საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეფექტური მმართველობის 2010-2013 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი.” მოცემული დოკუმენტი არასამთავრობო სექტორისთვის მხოლოდ მისი გასაჯაროების შემდეგ, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს გახდა ცნობილი. დოკუმენტთან დაკავშირებული მოსაზრებების წარდგენის ვადად განგვესაზღვრა 26 აგვისტო, რაც არასაკმარისი დრო იყო სამოქმედო გეგმის დეტალური ანალიზისთვის. მიუხედავად ამისა, საიამ დადგენილ ვადაში წარადგინა დასკვნა, სადაც გამოვყავით 19 საკითხი, რომელთა დამატებითი ასახვა სამოქმედო გეგმის პროექტში მიზანშეწონილად მივიჩნიეთ. სამწუხაროდ, ჩვენს მიერ შემუშავებული შენიშვნებიდან მხოლოდ სამი საკითხი იქნა სრულად გაზიარებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების მხრიდან, ორი შენიშვნა სამოქმედო გეგმაში ნაწილობრივ აისახა, ხოლო დანარჩენი საკითხები საბჭომ არ გაიზიარა.
|
|
|
დევნილების საინიციატივო ჯგუფის საკრებულოს სხდომაზე არდაშვებით საკრებულომ კანონი დაარღვია
|
|
|
|
შაბათი, 28 აგვისტო 2010
|
|
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აპროტესტებს გუშინ, 2010 წლის 27 აგვისტოს, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ საკრებულოს სხდომაზე დევნილთა არ შეშვების ფაქტს. დევნილების საინიციატივო ჯგუფის მიერ 2010 წლის 26 აგვისტოს, საკრებულოში წარგენილ იქნა განცხადება 27 აგვისტოს სხდომაზე დაშვების მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, საკრებულოს მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი დაინტერესებულ პირთა მონაწილეობა კოლეგიური ორგანოს საჯარო სხდომაში. საკრებულოს თავმჯდომარემ, ბ-ნ ზაალ სამადაშვილმა დაინტერებულ პირთა მონაწილეობის უფლების შეზღუდვა ტექნიკური მიზეზებით, კერძოდ, საკრებულოს კარების გაფუჭებით ახსნა.
|
|
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებები ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით
|
|
|
|
პარასკევი, 27 აგვისტო 2010
|
|
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ 23 აგვისტოს წარმოდგენილი ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც საბჭოს 30 აგვისტოს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს, შედგება 9 მიზნის, 42 მოსალოდნელი შედეგისა და 140 ღონისძიებისაგან. მასში გათვალისწინებული საკითხები მნიშვნელოვანია, თუმცა, ვფიქრობთ, არაა საკმარისი საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ვფიქრობთ, საკითხების სოლიდური ნაწილი სამოქმედო გეგმის მიღმაა დარჩენილი.
|
|
საია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს
|
|
|
|
ოთხშაბათი, 25 აგვისტო 2010
|
|
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში დევნილების მასიურ გამოსახლებამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელებული ცვლილებები, რომელმაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა გამოსახლებული დევნილების დიდი ნაწილი. კერძოდ, 2010 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის #698-ე ბრძანების საფუძველზე ცვლილებები შევიდა 2007 წლის 24 მაისის მინისტრის #747 ბრძანებაში ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ". შეტანილმა ცვლილებებმა გააუქმა 5 დღიანი ვადა, რომელიც საკუთრების სავარაუდო ხელმყოფს ოფიციალური გაფრთხილების ჩაბარებიდან ხელყოფის ნებაყოფლობით შეწყვეტისათვის ჰქონდა განსაზღვრული.
|
|
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის" მიმართვა პარლამენტისადმი კონსტიტუციის პროექტის განხილვის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით
|
|
|
|
სამშაბათი, 24 აგვისტო 2010
|
|
საქართველოს უახლეს ისტორიაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ანალიზი ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური სისტემისა და სახელმწიფო მმართველობის ფორმის სწორად განსაზღვრას, აგრეთვე აღნიშნულ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას ენიჭება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოში დაჩქარებულად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და სახელისუფლებო შტოებს შორის არსებული ბალანსის რღვევა, ქვეყანაში შექმნილი არაერთი კრიზისისა და პოლიტიკური კატაკლიზმის საფუძვლად იქცა. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სწორედ 2009 წლის აპრილში დაწყებული პოლიტიკური მღელვარების ფონზე შეიქმნა. ამასთან საგულისხმოა, რომ კომისიის შექმნის ერთ-ერთ ძირითად მიზანს სახელისუფლებო შტოთა შორის ბალანსის აღდგენაში პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართვა წარმოადგენდა.
|
|
|