ვაკანსიები

ვაკანსიები
საიაში ვაკანსიაა ბეჭდვა ელფოსტა
სამშაბათი, 04 მაისი 2010
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასაოციაცია აცხადებს კონკურსს თბილისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ხალხის მანიფესტი” კოორდინატორის თანამდებობაზე.
პროექტი ითვალისწინებს მოქალაქეების ჩართულობის ზრდას ადგილობივი თვითმმართველობის საკითხებში.

ზემოაღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და მისი მიზანია ეფექტური თვითმმართველობის ხელშეწყობა მოქალაქეებისა და თვითმმართველობის ორგანოთა ურთიერთთანამშრომლობის გზით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გაძლიერება.
მეორე მხრივ, პროექტი ასევე ითვალისწინებს თვითმმართველობის წარმომადგენლების ტრენინგებს ინფორმაციის თავისუფლების,  ბიუჯეტის ფორმირებისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ურთიერთთანამშრომლობის ეფექტურობის ზრდას.


ძირითადი მოვალეობები:

•    კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და დონორ ორგანიზაციას შორის დადებულ  საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას;
•    დაგეგმოს და განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად;
•    უზრუნველყოს პერიოდული ანგარიშებისა და გეგმების მომზადება;
•    უზრუნველყოს გრანტის გამცემისა და პარტნიორებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
•    კოორდინაცია გაუწიოს პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას.
•    მოამზადოს პერიოდული ანგარიშები პროექტების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
•    განახორციელოს რეგიონებთან კოორდინირებული მუშაობა;


ძირითადი მოთხოვნები:
•    უმაღლესი იურიდიული განათლება;
•    EU პროგრამის ფარგლებში სამუშაო გამოცდილება;
•    შრომის დისციპლინა;
•    გუნდური მუშაობის უნარი;
•    კომუნიკაბელურობა და ორგანიზატორული უნარი;
•    ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სრულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1.    განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
2.    ავტობიოგრაფია (CV);
3.    უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
4.    სამოტივაციო წერილი
5.    სარეკომენდაციო წერილი (სავალდებულო არ არის, მაგრამ უპირატესობად მიიჩნევა)

არასრულად ან ელ-ფოსტით მოწოდებული დოკუმენტები არ მიიღება შემდგომში განსახილველად.
 
დოკუმენტები მიიღება 2010 წლის 29 ივლისის 17: 00 საათამდე.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:
თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 (ყოფილი კრილოვის ქ. 15), ტელ.: 93 61 01; 95 23 53   
საკონტაქტო პირი: თამარ სარაჯიშვილი – 893 16 79 77