| ერთი დღე ფონდ “თაობა”-ში |
|
|
| კვირა, 07 თებერვალი 2010 |
|
2 თებერვალს ფონდი “თაობა”-ს წარმომადგენელმა გასვლითი კონსულტაციების ჩატარების თხოვნით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრს. “თაობა” ხანდაზმულთა კლუბია, რომლის წევრებსაც ხშირ შემთხვევაში არ შეუძლიათ შორ მანძილზე გადაადგილება. 3 თებერვალს საიას იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტები ბექა დოჭვირი და თათია კერესელიძე ესტუმრნენ ფონდ “თაობა”-ს. საჯარო კონსულტაციების შემდეგ კლუბის ზოგიერთმა წევრმა სურვილი გამოთქვა ინდივიდუალურად მიემართათ იურისტისთვის და მათთვის საჭირბოროტო სამართლებრივ პრობლემებზე კონსულტაცია მიეღოთ. |





