სტრატეგიული ამოცანები
| 1. საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება |
|
|
|
გვერდი 1 of 2
ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს დაბალი სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების გამო. შესაბამისად, სამოქალაქო განათლება ჩვენთვის ტრადიციულ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.
ჩვენ მოვიპოვეთ კარგი რეპუტაცია და საზოგადოების ნდობა, რაც მნიშვნელოვანი საწყისია მსგავსი პროექტების წარმატებისათვის. ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიების დაფარვის ზონა საკმაოდ დიდია, თუმცა, ასეთი კამპანიების ეფექტურობის ამაღლების მიზნით, მომავალში აქცენტი გაკეთდება იმგვარ მულტიპლიკატორებზე, რომლებიც გაზრდის საზოგადოებრივი ჯგუფების აზრის ფორმირებაზე გავლენის შესაძლებლობას. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინტეგრაციის დაბალი ხარისხის მქონე ჯგუფებს, მაგალითად, უმცირესობებს.
სტრატეგიული ქვეამოცანები: 1. კანონის წინაშე თანასწორობის, შემწყნარებლობის და კანონის უზენაესობის პოპულარიზაცია 2. საზოგადოების ინფორმირება სამართლებრივ საკითხებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებებსა და დაცვის მექანიზმებზე შედეგები და ინდიკატორები
|





