სიახლეები

20 სექტემბერი, 2012 9:04 არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

 

გვსურს, გამოვეხმაუროთ ამა წლის 19 სექტემბრის პრეზიდენტის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. პრეზიდენტის განცხადებით, მკაცრად უნდა დაისაჯოს პატიმრების წამებაში უშუალოდ ჩართული რამდენიმე პირი  და უნდა გატარდეს გარკვეული ზომები  პენიტენციურ სისტემაში, რაც ამ ეტაპზე დროებით ღონისძიებად გულისხმობს პატრულის თანამშრომელთა შეყვანას სასჯელაღსრულების ძირითად დაწესებულებებში.

მიგვაჩნია, რომ გაჟღერებული ზომები არ არის საკმარისი და პროპორციული რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევის იმ შემზარავ და სისტემურ ფაქტებზე, რომლის თვითმხილველიც  საზოგადოება ბოლო დღეების განმავლობაში გახდა. ჯერ კიდევ არ დამდგარა იმ მაღალი თანამდებობის პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელთა სახელებიც უშუალოდ უკავშირდება პენიტენცურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის მასიურ შემთხვევებს. აღნიშნულ საკითხებზე ყურადღება არ გაუმახვილებია არც საქართველოს პრეზიდენტს. ასევე, გამოძიება არ დაინტერესებულა იმ თანამდებობის პირების ბრალეულობის საკითხით, რომლებიც თავად იყვნენ ჩართული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში ან გულგრილად ეკიდებოდნენ დაკისრებულ პასუხისმგელობას და რეაგირების გარეშე ტოვებდნენ არსებულ შემზარავ შემთხვევებს.

19 სექტემბერი, 2012 11:26 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკას, მოითხოვენ დაუყოვნებლივ გამოძიებას და შესაბამისი პირების სისხლის სამართლებრივ და პოლიტიკური პასუხისმგებლობას.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არასათანადო მოპყრობა და მისი გამოძიება სისტემური ხასიათის  პრობლემაა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში, რომელზეც წლების განმავლობაში საუბრობს როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. გავრცელებული ვიდეო მასალა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ სისტემური პრობლემისა, რომელიც არსებობს სასჯელაღსრულების სისტემაში. შესაბამისად, დაუშვებელია აღნიშნული ფაქტები განხილულ იქნას, როგორც წამების ცალკეული შემთხვევა, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების ორგანიზებით შეიძლებოდა განხორციელებულიყო.

არაადამიანური მოპყრობის პრობლემა არსებობს არა მხოლოდ პენიტენციალურ, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშიც, რაზეც მეტყველებს პოლიციელთა მიერ განხორციელებული მასობრივი ძალადობის ფაქტები ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიცაა 2011 წლის 26 მაისის, 2009 წლის 15 ივნისს, 2007 წლის 7 ნოემბერს დაკავებულ პირებზე.

18 სექტემბერი, 2012 9:32 კენჭისყრის დღე - რეკომენდაციები მედიისათვის

წინამდებარე ნაშრომის მიზანია კენჭისყრის დღის თაობაზე სავალდებულოდ შესასრულებელი ნორმების მითითება და განმარტება მედიისათვის/დაინტერესებული პირებისათვის.

დოკუმენტი ორი ნაწილისაგან შედგება. 1-9 პუნქტები ეთმობა საკანონმდებლო რეგულაციებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო 10-11 პუნქტები მოიცავს  მედიის, როგორც დამკვირვებლის სტატუსის განმარტებას და მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

ამასთანავე საია წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს პრაქტიკული გამოცდილებიდან.

17 სექტემბერი, 2012 11:39 საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ფოთში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

2012 წლის 13 სექტემბერს ფოთის მშენებარე ტაძრის ეზოში ინტერვიუს ასაღებად მისულ ინტერნეტ გამოცემა TSpress.ge-ს რედაქტორს ელისო ჯანაშიასა და ჟურნალისტ იზა სალაყაიას მეუფე გრიგოლმა და სხვა სასულიერო პირებმა გადაღების საშუალება არ მისცეს.

ელისო ჯანაშიას განცხადებით, სასულიერო პირებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერა ძალის გამოყენებით წაართვეს და ძირს გადაუგდეს.  ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, როგორც საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის, ისე  ქონების დაზიანების თაობაზე დასტურდება ვიდეოჩანაწერით. მნიშვნელოვანია, ის ფაქტიც, რომ საპასუხოდ გავრცელებულ წერილში სასულიერო პირი უარყოფს ინციდენტის დეტალებს  და     მომხდარში ბრალს ჟურნალისტს სდებს.

გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია, მოიცავს პირის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ჟურნალისტისთვის კი, მათი პროფესიიდან გამომდინარე, ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ფორმა  კითხვების დასმაა.

14 სექტემბერი, 2012 12:48 საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 15 სექტემბერს ახალციხეში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 15 სექტემბერს ახალციხეში  დაგეგმილი  აქციის  მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის  უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.

ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ახალციხეში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 15 სექტემბერს დაგეგმილი  აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.

7 სექტემბერი, 2012 18:28 საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 8 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის მიმდინარეობას საქართველოს 10 ქალაქში დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2012 წლის 8 სექტემბერს საქართველოს 10 ქალაქში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყრილობის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციის წარმომადგენლები ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ამბროლაურში, ახალციხეში, ქუთაისში, გორში, თელავში, რუსთავსა და მცხეთაში განახორციელებენ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები დაკვირვებას წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.

7 სექტემბერი, 2012 13:27 საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 9 სექტემბერს თელავში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 9 სექტემბერს თელავში  დაგეგმილი  აქციის  მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის  უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.

ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ თელავში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 9 სექტემბერს დაგეგმილი  აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.

საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.

7 სექტემბერი, 2012 12:46 კამპანიის - „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს

კამპანიის - „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციებმა, 2012 წლის 7 სექტემბერს, პრესკონფერენცია გამართეს და ხელისუფლებისადმი მიმართვა გაავრცელეს.

კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე ორგანიზაციები ეხმაურებიან  ელჩების სამუშაო ჯგუფის, აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის და კოალიციის „მედია ადვოკატირებისათვის“ მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებებს Must Carry-სა  და Must offer-ის არჩევნების დღის შემდგომ გაგრძელების აუცილებლობასა და ქვეყანაში მრავალფეროვანი ინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ:

Must Carry-სა  და Must offer-ის ამოქმედებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თუმცა, ინფორმაციის მიღება მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კვლავ შეზღუდულია;

დღეისათვის საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუხატავს  მზადყოფნა Must Carry-სა  და Must offer-ის არჩევნების დღის შემდგომ გაგრძელებასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით არ შექმნილა შესაბამისი მექნიზმები აღნიშნული პრინციპების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც  არჩევნების დღეს და მის შემდეგ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს;

6 სექტემბერი, 2012 17:11 არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ლობისტურ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანია მხოლოდ საქართველოს საზღვრებში არ მიმდინარეობს. უკანასკნელ თვეებში, ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს მთავრობის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური ფირმები დაიქირავეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება მიიჩნევენ, რომ უცხოელი ლობისტების როლი და მათი საქმიანობის შესაძლო გავლენა საარჩევნო კამპანიაზე უფრო ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი უნდა გახდეს.

როგორც ინტერნეტ-საიტ Civil.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, საქართველოს მთავრობა სულ მცირე 1,83 მლნ. აშშ დოლარს უხდის ვაშინგტონში მოქმედ ლობისტებს (the Podesta Group, Orion Strategies LLC, Prime Policy Group, Gephardt Group Government Affairs, LynxDC), ასევე კონსულტანტ გრეგორი ა. მანიატისს. მათ მიერ გასაწევი მომსახურება მოიცავს სტრატეგიულ რჩევებს, მხარდაჭერას კომუნიკაციის სფეროში, ლობისტურ საქმიანობას და “სამთავრობო ურთიერთობებთან დაკავშირებულ მომსახურებას” ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს ინტეგრაცია ნატო-სა და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში, და “დემოკრატიის საკითხები”, ასევე “დახმარებას წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.”

6 სექტემბერი, 2012 14:48 საია მიუღებლად მიიჩნევს ადგილობრივი თვითმმართველობის ვებ-გვერდების პარტიული მიზნებისათვის გამოყენებას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვებ-გვერდებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობების გაშუქების ფაქტებს, რომელმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საგანგაშო ტენდენციის სახე მიიღო. აღნიშნული ნათლად მეტყველებს ადგილობრივ დონეზე პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის არარსებობაზე, რა დროსაც უგულებელყოფილია საჯარო სამსახურის უპარტიობის ძირითადი პრინციპი.

ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, თვითმმართველობების ვებ-გვერდები აქტიურად აშუქებენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების წარდგენის პარტიულ ღონისძიებებსა თუ ისეთ სააგიტაციო შეხვედრებს, სადაც ოპონენტების საწინააღმდეგო მოწოდებები უხვადაა გამოყენებული. ხშირ შემთხვევაში, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, ვებ-გვერდებზე განთავსებულია მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სურათები. ცალკეულ შემთხვევაში გამოქვეყნებულია საარჩევნო სუბიექტის ნომერი „5“-ის, საარჩევნო პროგრამის, კანდიდატის სახელისა და გვარის შემცველი საარჩევნო ბანერის ამსახველი ფოტომასალა. ასევე, ცალკეულ შემთხვევაში თვითმმართველობების ვებ-გვერდების მეშვეობით ხორციელდება მთავარი ოპოზიციური გაერთიანების საწინააღმდეგო აგიტაცია. ჩვენს მიერ ჯამში 14 თვითმმართველობის ვებ-გვერდი იქნა გამოვლენილი, სადაც განთავსებული მასალა ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობების ვებ-გვერდებზე მხოლოდ მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას აქვს ადგილი და არც ერთ შემთხვევაში არ ხდება ოპოზიციური პარტიების პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიება.

4 სექტემბერი, 2012 10:39 საია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი

ამა წლის 27 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებით. მედია-საშუალებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში ამა წლის 25 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობისა და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა". აღნიშნული ღონისძიების მიმდინარეობისას, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზურაბ ოტიაშვილი ადგილობრივ მაცხოვრებელს, გიორგი ბასილაშვილს 500 ლარით დაეხმარა. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რამდენიმე მტკიცებულება მოიპოვება. კერძოდ:

icmm.ge-ზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში გიორგი ბასილაშვილი ადასტურებს ზურაბ ოტიაშვილის მიერ მისი დახმარების ფაქტს;

ჟურნალისტისთვის მიცემულ კომენტარში თავად ზურაბ ოტიაშვილიც ადასტურებს ამ ინფორმაციას და ამბობს: „გაჭირვებული იყო და ადამიანურად დავეხმარე. თქვენც რომ ნახოთ, თქვენც დაეხმარებით“;

ტელეკომპანია მაესტროს მიერ მომზადებულ სიუჟეტში გიორგი ბასილაშვილი და მისი მეგობარი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ზურაბ ოტიაშვილის მხრიდან ამომრჩევლის დახმარების ფაქტს. კერძოდ, ისინი მიუთითებენ, რომ ბასილაშვილს თანხა კონცერტის წამყვანმა გადასცა, რომელმაც გამოაცხადა, რომ ის ზურაბ ოტიაშვილისგან იყო.

4 სექტემბერი, 2012 9:42 არჩევნების პორტალზე 301 ინციდენტი ფიქსირდება

არჩევნების პორტალზე (www.electionsportal.ge) დაფიქსირებული წინასაარჩევნო პერიოდის ინციდენტები არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეს-კონფერენციაზე, 2012 წლის 4 სექტემბერს მიმოიხილეს. სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ საქართველოს მასშტაბით რომელ რეგიონებში ფიქსირდება ყველაზე დიდი რაოდენობით დარღვევები, ასევე თუ რა კატეგორიის დარღვევები ჭარბობს დღეის მდგომარეობით.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნების პორტალზე უკვე 301 ინციდენტის შესახებ არის ინფორმაცია განთავსებული, მათ შორის ყველაზე მეტია ზეწოლის ფაქტები - სულ 198 ინციდენტი; ასევე, პორტალზე აღრიცხულია ამომრჩევლის მოსყიდვის 46, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 61 და სხვა სახის დარღვევების 16 შემთხვევა.

რეგიონების მიხედვით ინციდენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი დარღვევა კახეთის რეგიონში ფიქსირდება (62 ფაქტი), ასევე დიდი რაოდენობის დარღვევებია იმერეთში (49), შიდა ქართლში (44), გურიასა (29) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (27) რეგიონებში.

30 აგვისტო, 2012 14:48 განცხადება საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი მედია გარემოს შესახებ

 

მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ გაავრცელა განცხადება საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი მედია გარემოს შესახებ, ამ განცხადებას მხარს უჭერს 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია.

 

27 აგვისტო, 2012 15:51 ELECTIONPORTAL.GE - არჩევნების პორტალს არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების ინტერაქციული რუკები დაემატა

თბილისი - ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), ჯამპსტარტ ჯორჯიამ და სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთა ინიციატივითაც შეიქმნა არჩევნების პორტალი, - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - გასული არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების მონაცემები წარადგინეს ვებ-გვერდზე http://data.electionportal.ge. ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებელია 2008 წლის შემდეგ ჩატარებული თითოეული არჩევნების შედეგების ნახვა სხვადასხვა ინდიკატორით, როგორიც არის: აქტივობა, არჩევნების შედეგები, ცალკეული პარტიის შედეგები და სხვა. ვებ გვერდზე მონაცემები წარმოდგენილია რუკების სახით სხვადასხვა გეოგრაფიულ დონეზე, რომელიც მოიცავს რეგიონებს, საარჩევნო ოლქებსა და უბნებს. მონაცემთა ბაზას შესაძლოა ქონდეს მრავალმხრივი გამოყენება, როგორიც არის იმ ტერიტორიული ერთეულების იდენტიფიცირება, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია და სადაც ამომრჩეველთა მობილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს.

 

27 აგვისტო, 2012 7:13 საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 27 აგვისტოს ამბროლაურში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 27 აგვისტოს ამბროლაურში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.

ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ამბროლაურში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 27 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.