სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“

2012-12-11 06:40
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა ტრადიციულად,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, გამართა ოლიმპიადა  სახელწოდებით: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური  უფლებებისათვის“.
 
ოლიმპიდა,  იმართება ბოლო 6 წელია   საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით და ყოველთვის ემთხვევა საია-ს ტრადიციულ ღონისძიებას – „ადამინის უფლებათა დაცვის კვირეულს“.წელს ოლიმპიადას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულმა ფონდმა “IRZ”-მ.
წელს, ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 8 გუნდმა, რომლებიც წარმოადგენდნენ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის   საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3 და მე- 4 კურსისი სტუდენტებს.
 
ოლიმპიადას ხელმძღვანელობდა ჟიური, რომლის  შემადგენლობაშიც შედიოდნენ: საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, დარგის სპეციალისტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოსამართლე გერმანიიდან.
 
7  დეკემბერს -  გაიმართა ოლიმპიადის შესარჩევი რაუნდები, რომლის შედეგადაც შეირჩნენ ნახევარფინალის გუნდები;
8  დეკემბერს – გაიმარა ნახევარფინალი, საიდანაც შეირჩა ფინალში მონაწილე გუნდები;
9 დეკემბერს – გაიმართა ფინალი და ოლომპიადა დაიხურა  საზეიმო ვითარებაში, სადაც მონაწილეები  დააჯილდოვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
 
დახურვის ღონისძიებაზე გამოცხადდა გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო მოსარჩელე, საუკეთესო მოპასუხე ,  საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეული, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის  რჩეული და ჟიურის სიმპათია  .ფინანსურმა მხარდამჭერმა ორგანიზაციამ “IRZ” დაასახელა საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც გადაეცა მათ მიერ დაწესებული მთავარი პრიზი.
 
საუკეთესო გუნდად დასახელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გუნდი (ნინო ლაცაბიძე, ანი ნადარეიშვილი, სალომე კუპრავა) საკონსტიტუციო სასამართლოს პრიზიორები გახდნენ  თსუ–ს სტუდენტები  ნინო ლაცაბიძე და გიორგი ბერაია,, მათ სასამართლოსგან საჩუქრები მიიღეს, ასევე  6 თვის  განმავლობაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან საკონსტიტუციო  სასამართლოში. საუკეთესო მოსარჩელეებად დასახელდნენ გიორგი ბერაია და გიორგი მირიანაშვილი,  ხოლო საუკეთესო მოპასუხედ ანი ნადარეიშვილი და გივი ლუაშვილი. ფინანსურმა მხარდამჭერმა  ორგანიზაციამ “IRZ”–მა  საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი მირიანაშვილი  დაასახელა და  მთავარი პრიზი გადასცა – გამარჯვებული მომავალი წლის ზაფხულს გერმანიაში  გაემგზავრება.