სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

2012-11-05 13:35
Featured image

საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა ადექვატური საშუალება, რათა საფრთხე არ შეექმნას რელიგიის თავისუფლების ზემოაღნიშნული სტანდარტებით განხორციელებას. ასევე, ვფიქრობთ, რომ უნდა დადგეს სოფელ ნიგვზიანის რწმუნებული ირაკლი გუჯაბიძის, თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც INFO 9-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პრობლემის გადაწყვეტის დროს ადგილობრივი თვითმმართველობა მხარს დაუჭერს უმრავლესობის აზრს (რომელიც თავის მხრივ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რელიგიური უმცირესობის მიერ საკუთარი რელიგიური აღმსარებლობის გამოხატვის უფლებას).

მიგვაჩნია, რომ სოფელ ნიგვზიანში განვითარებული მოვლენების დროს დაირღვა რელიგიური უმცირესობების უფლებები, შესაბამისად ჩვენთვის გაუგებარია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მე-9 არხის ეთერში გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებების დარღვევას.

საია გამოთქვამს იმედს, რომ არსებული ვითარება სახელმწიფოს ჩარევით უახლოეს მომავალში განიმუხტება და ყველა რელიგიურ კონფესიას ექნება საკუთარი უფლებების მაქსიმალურად თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობა.