სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

2012-10-19 14:50
Featured image

2012 წლის 16 ოქტომბერს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა მინისტრთა კაბინეტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად დასახელებულ იქნა ბატონი დავით დარახველიძის კანდიდატურა.

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ისევე, როგორც აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას. აღნიშნული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულებებს და ევროინტეგრაციის კურსს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვენ პრემიერ  მინისტრობის კანდიდატს, გადახედოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის დასახელებულ კანდიდატურას და უფრო მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა გამოიჩინოს სხვადასხვა თანამდებობებზე დასანიშნი საჯარო მოხელეების შერჩევისას, ხოლო საჯარო მოხელეები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საჯარო გამონათქვამებს და თავი შეიკავონ სიძულვილის ენის და რასისტული გამონათქვამების გამოყენებისაგან.

 

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

მრავალეროვანი საქართველო

მწვანე ალტერნატივა

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

ინფორმაციული ტექნოლოგიები

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

 

მოქალაქეები:

ნათია კუპრაშვილი

ლაშა ტუღუში