სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია 14 ოქტომბერს განმეორებით კენჭისყრას ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდება

2012-10-12 14:36
Featured image

საქართველოს პარლამენტის 1 ოქტომბრის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებით კენჭისყრას, რომელიც 2012 წლის 14 ოქტომბერს გაიმართება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდება.

ორგანიზაციის დამკვირვებლები განმეორებით კენჭისყრას დააკვირდებიან №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანზე, №32 გორის საარჩევნო ოლქის - №4 საარჩევნო უბანზე, №35 ხაშურის საარჩევნო ოლქის - №1, № 2, №3, №8, №9, №10, №13, №45, №46 უბნებზე.

საია იმედს გამოთქვამს, რომ კენჭისყრა ჩატარდება მშვიდ გარემოში და ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება ადექვატურად აისახება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

ცნობისთვის, დაკმაყოფილდა საიას მოთხოვნა ხაშურის #35 ოლქის 9 უბნის შედეგების ბათილობის შესახებ.