სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების მიმართვა სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით

2012-10-11 12:05
Featured image

საქართველოს პარლამენტს,

ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები მოგმართავთ წინადადებით, საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციაზე წარადგინოთ და აირჩიოთ თამარ გურჩიანი.

თამარ გურჩიანი არის მაღალი კვალიფიკაციის სამართალმცოდნე და აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, მრავალი წლის განმავლობაში იგი მონაწილეობდა მედიის თავისუფლების, ხელისუფლების გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებულ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში.

გარდა პროფესიული გამოცდილებისა, ჩვენი შეფასებით, თამარს აქვს სახალხო დამცველისთვის აუცილებელი პიროვნული თვისებები: იგი არის სამართლიანი, პრინციპული პოლიტიკურად მიუკერძოებელი, აქვს სამოქალაქო გამბედაობა და პასუხისმგებლობა. ის გამოირჩევა თანამშრომლობის, კოლეგების აზრის გათვალისწინებისა და შეთანხმების მიღწევის უნარებით.

დარწმუნებულები ვართ, რომ თამარ გურჩიანი, როგორც სახალხო დამცველი, იქნება პროდუქტიული, რადგან ის კარგად ერკვევა სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ, სამოქალაქო და პოლიტიკურ პრობლემებში და მგრძნობიარე ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ.

წარმდგენი ორგანიზაციები:

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

2. “მრავალეროვანი საქართველო”

3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

4. “მედია კლუბი” - შორენა შავერდაშვილი, ნინო ზურიაშვილი, ნინია კაკაბაძე, ნინო დანელია.

5. "ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი"-ს ხელმძღვანელი- ელისო ჯანაშია

6. კულტურულ ურთიერთობა ცენტრი "კავკასიური სახლი" გიორგი კანაშვილი

7. “თანადგომა”

8. “იდენტობა”

9. ტფილისის ჰამქარი

10. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

11. სათემო განვითარების ცენტრი

12. სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი

13. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

14. “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება”

15. არასამთავრობო ორგანიზაცია “ვიმეგობროთ”

16. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

17. ქალთა ფონდი

18. სტუდიომობილი-აქცენტი მოძრაობაზე

19. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია

20. ქალების ინიციტივა თანასწორობისათვის

21. კავკასიის ქალთა ქსელი

22. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრი

23. ახალგაზრდები  სამართლიანობისათვის -საქართველო

24. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია" ქალი და სამყარო"- მარინა ბჟალავა

25. “ სომეხი ქალები - საქართველოს მოქალაქეები"- მარეტა მარუტიანი

26. ბოლნისის ენის სახლი - ირმა ზურაბაშვილი

27. "ლგბტ საქართველო"

28. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

29. ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი

30. ქვემო "ქართლის ეთნოსშორისი ერთობა" კარინა ბეჟანიშვილი

31. ლაბორატორია 1918.

32. კონსულტაცისა და ტრენინგის ცენტრი - ირინა ხანთაძე

33. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (Sov Lab)

34. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

35. დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი

36. ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია

37. სახარების რწმენის ეკლესია

38. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

39. სათემო ორგანიზაცია “თემქა - ზღვის უბანი”