სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ პროექტის „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

2012-07-26 11:36
Featured image

 

2012 წლის 26 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ და ამავე პროექტის ფარგლებში მომზადებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული გარეგანათების  სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის ანგარიშის“ პრეზენტაცია გამართა.

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული გარეგანათების  სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის ანგარიში“ დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესთან და ამ პროცესში გამოვლენილ ძირითად ტენდენციებთან.

როგორც მონიტორინგის ანგარიშიდან ირკვევა სატენდერო კომისიის მუშაობის დროს ხშირად ირღვეოდა კანონით გათვალისწინებული ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა:

 

განცხადების გამოქვეყნების წესი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის წესი;

სატენდერო წინადადების განხილვა, შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა.

სხვაობა წინასწარ განსაზღვრულ შესყიდვის წლიურ გეგმასა და სატენდერო განცხადებაში მითითებული ფასებს შორის.

საია მიიჩნევს, რომ მონიტორინგის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები აუცილებლად უნდა გახდეს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან კომპლექსურად შესწავლის საგანი.

პროექტის ფარგლებში მოგვიანებით საია ასევე წარმოადგენს:

ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის  2009-2012 წლების პროგრამის მონიტორინგს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი მიყიდვის წესით ერთ ლარად გასხივსების ფაქტების შესწავლას.