სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პეტიციას უკვე 180-მდე ხელმომწერი ჰყავს

2012-02-16 13:50
Featured image

 

დღეს 12 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, 2011 წლის დეკემბერში საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში, პეტიციაზე ხელმოწერა გაიმართა.

ღონისძიებას ჟურნალ „ლიბერალის“ მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი უძღვებოდა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას პეტიციის ტექსტი გააცნო და ხელმოწერისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე საუბარი იყო კამპანიის სამომავლო გეგმებზეც, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია, ხვალ დღის 14 საათზე საკანონმდებლო წინადადების პარლამენტში შეტანა.

 

2011 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში მიღებულმა კანონმდებლობამ, კერძოდ, პარლამენტის მიერ „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, ასევე საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილმა ცვლილებებმა, მნიშვნელოვნად გააუარესა წინასაარჩევნო გარემო.

 

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები იურისტებისთვისაც  კი ბუნდოვანია და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიასაშუალებების დიდი ნაწილი და ექსპერტები აუცილებლად მიიჩნევენ დღეს არსებული ვითარების გამოსწორებისა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის გარკვეული აქტივობების განხორციელებას, რისთვისაც დაიწყო კამპანია „ეს შენ გეხება“.

პეტიცია  ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა ხელმოსაწერად და მათ საშუალება ექნებათ ხელი ონლაინ რეჟიმში მოაწერონ. http://www.petitions24.com/esshengexeba

პეტიციას უკვე 180-მდე ხელმომწერი ჰყავს.