სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ რიგით XXI საერთო კრება გამართა

2014-11-30 14:43
Featured image

2014 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რიგით XXI საერთო კრება გამართა. საერთო კრებაზე საიას თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა წევრებს 2014 წლის ანგარიში წარუდგინეს. ღონისძიებაზე ხმათა უმრავლესობით ორგანიზაციის 2015 -2019 წლების სტრატეგია დამტკიცდა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. საერთო კრებაზე ტრადიციულად გამგეობის ახალი წევრების არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრის შედეგად 21-კაციანი გამგეობა შვიდი წევრით განახლდა:

1. ანა ნაცვლიშვილი;

2. ქეთევან კრაწაშვილი;

3. ეკატერინე ფოფხაძე;

4. ნინო სუქნიძე;

5. ბესარიონ აბაშიძე;

6. თამარ რევაზიშვილი;

7. ლევან მოსახლიშვილი;

საერთო კრებაზე წევრებს საიას გამოცემებთან ერთად 2014 წლის წლიური ანგარიში დაურიგდათ, რომელშიც ორგანიზაციის მიერ საანგარიშო პერიოდში  (2013 წლის ოქტომბერი - 2014 წლის ოქტომბერი) გაწეული საქმიანობაა აღწერილი.