GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

14 თებერვალი, 2017

საიამ საქალაქო სასამართლოში წარმატებით დაასრულა საქმე პროკურატურის წინააღმდეგ, რის შედეგადაც სახელმწიფოს დაზარალებული მოქალაქისთვის  მორალური ზიანის გადახდა მოუწევს. 

საიას ბენეფიციარს სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული მოგვიანებით, 2012 წის 4 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა იგი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად აღიარა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა. მომჩივანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ, უკანონო მსჯავრდებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა.  

საიამ მორალური ზიანის გადახდის მოთხოვნით საქმე წარმატებით დაასრულა. მოქალაქეს კუთვნილ ფულად კომპენსაციას სახელმწიფო აუნაზღაურებს.

სხვა სიახლეები