სიახლეები
კვირეული გაიმართება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში „თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“.
პროექტის მიზანია თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის გაუმჯობესება და ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობაში“ შესაძლო კორუფციის და საჯარო ფინანსების არარაციონალური ხარჯვის შემცირება.
პროექტის გუნდი ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, რომელთა შორისაა საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა. აღნიშნული მიმართულების ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო კვირეული ტელე და ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის, ბლოგერებისთვის, შემდეგ საკითხებზე: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა პრაქტიკულ ჭრილში, კულტურული მემკვიდრეობის უფლება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საკანონმდებლო ბაზა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის საერთაშორისო სტანდარტები. მოეწყობა ტური გუდიაშვილზე.
ზემოხსენებულ საკითხებზე ისაუბრებენ: სულხან სალაძე - საია-ს თავმჯდომარე, ეკა მამრიკიშვილი - საია-ს იურისტი, დავით ლომთაძე - პროექტის იურისტი, ნინო კორძახია -„ტფილისის ჰამქარი“-ს წარმომადგენელი, ცირა ელისაშვილი --„ტფილისი ჰამქარი“-ს წარმომადგენელი.
შეხვედრები გაიმართება:
- 26 და 28 თებერვალს, 18:30 -20:00 საათზე, მის: სოლომონ ბრძენის ქ.N33 (საქართველოს ეროვნული ფონდის სათაო ოფისი)
- 1 მარტს - 13:00 საათზე (ტური გუდიაშვილზე), მის: გუდიაშვილის მოედანი
დასწრების მსურველებმა 2019 წლის 22 თებერვლამდე უნდა შეავსონ Google Doc -ის რეგისტრაციის ფორმა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
გააზიარე: