რეგიონი      გასაჩივრების ტიპისასამართლოსადავო თემა
მოსარჩელე   მოპასუხე   შედეგი
საქმის დასახელება / გასაჩივრებული გადაწყვეტილება
“მართლმსაჯულება არა მხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ ჩანდეს კიდეც, რომ ის აღსრულდა”.

     ინფორმაციის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა, იგი უზრუნველყოფს საზოგადოების უფლებას – იცოდეს რას აკეთებს მისი მთავრობა და ხელს უწყობს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდას.
     ამ უმნიშვნელოვანესი უფლების საკანონმდებლო რეგულირება საქართველოში 2000 წელს შევიდა ძალაში და სწორედ ამ პერიოდიდან დაედო საფუძველი ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

     უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში საქართველოს სასამართლოების მიერ ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ აღნიშნული უფლების რეალიზაციის და პრაქტიკის დანერგვისათვის.
     წარმოდგენილი ბაზის შესაქმნელად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლო გადაწყვეტილებები გამოითხოვა საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა სასამართლოდან, მიღებული ინფორმაცია კი, დაამუშავა ელექტრონულად, რათა დაინტერესებული პირებისათვის მარტივი და მოხერხებული იყოს სასურველი მონაცემის და გადაწყვეტილების მოძიება.
     სულ ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე საქართველოში სასამართლოების მიერ მიღებულია 193 გადაწყვეტილება, აქედან 190 საერთო სასამართლოების, სამი კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

გადაწყვეტილებები ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებულია მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა განსაკუთრებული აქტიურობით დედაქალაქი გამოირჩევა:

სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად დაკმაყოფილდა 66 სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 38, არ დაკმაყოფილდა 61, წარმოება შეწყდა 22 სარჩელზე, 6 კი, დაუშვებლად იქნა ცნობილი:

ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით წარმოებულ სასამართლო საქმეებში 98 შემთხვევაში მოსარჩელეებს წარმოადგენდნენ იურიდიული პირები, 95 შემთხვევაში კი, ფიზიკური პირები:

სულ საქართველოს მასშტაბით ყველა სასამართლოს მიერ ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან 41 შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოადგენდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:

რეიტინგული საქმეები
ახალგაზრდა იურისტთა...
"საქართველოს სამოქალ...
NGO-XXI აჭარის ა/რ მ...
ქუთაისის საქალაქო სა...
საქართველოს მასწავლე...
"სამართლიანი არჩევნე...
რ.ტ. საქართველოს ერო...
"დემოკრატ მესხთა კავ...
საქართველოს ახალგაზრ...
აჭარის ა/რ უმაღლესი...
ახალი დამატებულები
The decision of Admi...
თბილისის სააპელაციო...
თბილისის სააპელაციო...
ი.მ. შპს ,,ალავერდის...
მ.ნ სასჯელაღსრულების...
თბილისის სააპელაციო...
თბილისის სააპელაციო...
საქართველოს ახალგაზრ...
საქართველოს ახალგაზრ...
ქუთაისის საქალაქო სა...
ლინკები
ინფორმაციის თავისუფ...
მონაცემთა ბაზა - "სამართ...
www.gyla.ge

Mission to Georgia
      Copyright © 2008, GYLA All Right Reserved