| ანტიკორუფციული საქმიანობა | ინფორმაციის თავისუფლება | კამპანიები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციამ 9 დეკემბერს, მწვანე ალტერნატივასთან ერთად, წარმოადგინა
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგის
შედეგები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2009 წლის
21 თებერვალს გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც გამოხატა Fთავისი პოზიცია
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და “ინტერ რაო ეეს”-ს შორის გაფორმებული
მემორანდუმის გასაიდუმლოების თაობაზე.
საიამ აღნიშნული მემორანდუმი გამოითხოვა 2009 წლის 16 იანვარს და კომერციული საიდუმლოების მოტივით ინფორმაციის გაცემაზე უარი, ადმინისტრაცული საჩივრით, გაასაჩივრა საქართველოს ენრეგეტიკის მინისტრთან. ადმინისტრაციული საჩივარზე ზეპირი მოსმენა გაიმართა 20 თებერვალს, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრი ბატონი ალექსანდრე ხეთაგური უძღვებოდა. ზეპირ სხდომაზე სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა 16 იანვრითვე დათარიღებული, კომპანია “ინტერ რაო ეეს”-ის მიერ, რუსულ ენაზე წარდგენილი, განცხადება, მემორანდუმის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ. ასევე, ენერეგეტიკის მინისტრის ამავე რიცხვით დათარიღებული გადაწყვეტილება, დოკუმენტის გასაიდუმლოების თაობაზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კანონის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ვადლებულია არასახელმწიფო ენაზე წარდგენილი განცხადების მიღების შემთხევვაში განუსაზღვროს განმცხადებელს ვადა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოსადგენად და მხოლოდ ამის შემდეგ, განიხილოს მიღებული განცხადება, რასაც ადგილი არ ჰქონია მოყვანილ შემთხვევაში. საია კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ენგურჰესის მართვის საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ლეგიტიმურობაზე კერძო ინტერესებთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მემორანდუმის გასაიდუმლოება არის უკანონო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აპირებს თავისი პოზიციის სასამართლოს გზით დამტკიცებას, რისთვისაც 20 თებერვალს სარჩელი შეიტანა საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მემორანდუმის კომერციულ საიდუმლეობად ცნობის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა. იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები: * ენერგეტიკის სამინისტროს პასუხი * ინტერ რაო ესის განცხადება * მინისტრის ბრძანება კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ * საია-ს განცხადება 9 დეკემბერი – კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის
საერთაშორისო დღე
ამასთან დაკავშირებით 2008 წლის 9 დეკემბერს მოხდა საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის 2007 წლის სარეზერვო ფონდების მონიტორინგის რიგით მერვე ანგარიშის პრეზენტაცია. ისევე როგორც წინა წლებში, 2007 წელსაც სარეზერვო ფონდების განკარგვას საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვანი დარღვევებით წარმართავდნენ. საანგარიშო პერიოდში ორივე ფონდის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან გადახარჯვას. 2007 წელს თითოეული სარეზერვო ფონდის მოცულობა შეადგენდა 25 მილიონ ლარს. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას ფონდების განკარგვა მხოლოდ 25 მილიონი ლარის ფარგლებში შეეძლოთ. მიუხედავად კანონის იმპერატიული მოთხოვნისა, როგორც პრეზიდენტმა, ისე მთავრობამ შესაბამისი ასიგნებების გარეშე ბიუჯეტიდან გასცეს რამოდენიმე ათეული მილიონი ლარით მეტი, ვიდრე ამის უფლებამოსილებას მათ კანონმდებლობა ანიჭებდათ. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის შემთხვევაში წინა წელთან შედარებით გაიზარდა გადახარჯვის მაჩვენებელი, ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდის მიმართებაში ამ მონაცემმა 2005 წლიდან მოყოლებული ყველაზე ფართო მასშტაბებს მიაღწია. 2007 წელს სარეზერვო ფონდებიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი სახსრები უმნიშვნელოდ არის გაზრდილი და 29 სტიქიურ მოვლენიდან 28 მათგანი პრეზიდენტისა და მთავრობის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა. აღნიშნულ დარღვევებს ყურადღების მიღმა ტოვებს ფინანსთა სამინიტრო და უფრო მეტიც, მის მიერ მომზადებულ ანგარიშებში ახდენს საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის უკანონო ქმედებების დაფარვას. თუმცა, ანგარიშებში არსებული მრავალი წინააღმდეგობიდან გამომდინარე, ეს დარღვევები ცალსახაა. ანგარიშში მიმოხილულია სამართლებრივი ბაზის ხარვეზები. ასევე ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც გამოიწვია პრეზიდენტისა და მთავრობის ძალაუფლებაზე კონტროლის შესუსტება. მონიტორინგის შედეგად გამოკვეთა ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: სახსრების არამიზნობრივი განკარგვა, სახსრების არასწორი გაანგარიშების პრობლემა, გარემოებების არასათანადო გამოკვლევა, განკარგულებების დაუსაბუთებლობა, დისკრეციული უფლებამოსილების არასათანადო განხორციელება, განაცხადების წარდგენის პრობლემები, ვალდებულებების აღება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, თანხის ბიუჯეტში დაბრუნების წესის არარსებობა და სხვა. სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების სიმცირე და ბუნდოვანება წლების მანძილზე ქმნიდა ფონდებიდან სახსრების უკანონო და არამიზნობრივი ხარჯვის საფუძველს. ასოციაციის მონიტორინგის შედეგად ნათელია, რომ მდგომარეობა არც 2007 წელს შეცვლილა და სარეზერვო ფონდებიდან თანხის არამიზნობრივი და უკანონო განკარგვა კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი:
* დღის წესრიგი. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართეთ შემდეგ ვებ გვერდს:
2008 წლის 16 ოქტომბერს უკრაინაში, ქალაქ კიევში ევროპის საბჭოს კიევის ოფისის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით “ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტურობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის როლი”.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლის – თამარ ჩუგოშვილის პრეზენტაცია – “არასამთავრობო ორგანიზაციათა როლი საქართველოს ეროვნულ ანტიკორუფციულ საქმიანობაში” მოიცავდა სამ ძირითად საკითხს: 1. ანტიკორუფციულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები; 2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის როლი ანტიკორუფციულ საქმიანობაში; 3. საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის შედეგები. შეხვედრაზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაუზიარა თავისი ანტიკორუფციული გამოცდილება და აღუთქვა დახმარება მომავალ საქმიანობაში. იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი: * პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ “ინფორმაციის თავისუფლების კვირეულის” ფარგლებში 2008 წლის 2 აგვისტოს,
პრეზენტაცია შეეხებოდა შემდეგ ძირითად საკითხებს: 1. ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკა, ინსტიტუტები და აღსრულება; 2. კანონმდებლობა და კორუფციის კრიმინალიზაცია, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ღონისძიებები; 3. საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა; ანგარიშის შედეგებმა დარბაზის დაინტერესება და ცხარე დისკუსია გამოიწვია, რომელიც საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს მთავრობას აღებული აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კერძოდ კი, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულების ვალდებულება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2008 წელს განახორციელა საქართველოს მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი. ანგარიში მოიცავს: 1. OECD-ის (ორგანიზაცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისათვის) ანტიკორუფციული ქსელის მიერ საქართველოსათვის შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების ანალიზს; 2. GRECO-ს (სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ) მეორე შეფასებითი რაუნდის ფარგლებში საქართველოსათვის შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების ანალიზს; 3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მიუხედევად გარკვეული დადებითი ცვლილებებისა საქართველო ჯერ კიდევ შორს არის კორუფციის აღმოფხვრისაგან, რეკომენდაციების და აღებული ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც შეუსრულებელი რჩება. იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები:
საქართველოს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები საერთაშორისო სტანდარტებს
მნიშვნელოვნად დაშორდა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის თანახმად შექმნილია და
ფუნქციონირებს საქართველოს კონტროლის პალატა, მისი საქმიანობა არაეფექტურია და არც
კონსტიტუციური ფუნქციის შესასრულებლად არის საკმარისი. რაც შეეხება შიდა კონტროლის
მექანიზმებს, ანუ გენერალური ინსპექციებს, ასეთის არსებობის ვალდებულებას
საქართველოს კანონმდებლობა ჯერ-ჯერობით, საერთოდ არ ითვალისწინებს, არსებული
გენერალური ინსპექციები კი, სხვადასხვა სისტემით და სტანდარტებით საქმიანობენ.
სარეზერვო ფონდების ხარჯვის მონიტორინგის 2006 წლის შედეგების შეჯამება
“საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ” კამპანიის – მეექვსე ანგარიშში მოხდა. აქ
კიდევე ერთხელ გაესვა ხაზი ფონდებთან მიმართებით განხორციელებულ საკანონმდებლო
ცვლილებებს, რადგან ყოველი მათგანი სულ უფრო უკონოტროლოს ხდიდა ფონდების ხარჯვას.
2006 წელს ფონდებიდან გაწეულმა ხარჯვამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ამ წელს ორივე
ფონდიდან გამოყოფილი 98 მილიონზე მეტი ლარიდან მხოლოდ 1,2 მილიონი ლარი ერგო
სტიქიის მსხვერპლებს, დანარჩენი ხარჯის უმრავლესობა კი, უკანონო ხარჯვას
წარმოადგენდა.
სარეზერვო ფონდების 2006 წლის მონიტორინგის შედეგებმა _ “საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ” კამპანიის – მეხუთე ანგარიში, ცხადყო, რომ პრეზიდენტმა და მთავრობამ არსებული დარღვევების აღმოფხვრას და გამოსწორებას კანონმდებლობის მორგება ამჯობინეს. 2006 წლის აპრილიდან მოყოლებული ფონდებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა და ყოველი მათგანის შემდეგ ფონდების მიზანი, დანიშნულება და ხარჯვის წესი სულ უფრო აბსტრაქტული და გაურკვეველი ხდებოდა, განსაკუთრებული კონტროლის მექანიზმებისგან კი, ფონდები სრულიად გათავისუფლდნენ.
სარეზერვო ფონდის მონიტორინგის მეხუთე ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა 2006 წლის 14 დეკემბერს სასტუმრო “თორში”. იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები:
საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2007 წლის 19 თებერვალს აფხაზეთის არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის გამართა ტრენინგი ანტიკორუფციული
მონიტორინგის ჩატარების მეთოდებისა და გზების შესახებ.
იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი:
2005 წელს სარეზერვო ფონდების ხარჯვის მონიტორინგის შედეგების შეჯამება და
ერთიანი დასკვნების გაკეთება “საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ” კამპანიის –
მეოთხე ანგარიშში მოხდა. 2005 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 300%-ით
გადაიხარჯა, ანუ ფონდში არსებული 10 მილიონი ლარის ნაცვლად პრეზიდენტმა 39,911037
ლარი დახარჯა, თანაც ამ თანხის 94% უკანონოდ, ანუ არამიზნობრივად იქნა გახარჯული.
ამ წელს 39 მილიონ ცხრაასი ათასზე მეტი ლარიდან, მხოლოდ 4 000 ლარი ერგო სტიქიით
დაზარალებულ მოსახლეობას, მაშინ როდესაც მთლიანად ფონდის არსებობის მთავარ
დანიშნულებას მათი დახმარება წარმოადგენდა.
პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდების 2006 წლის მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში”. იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი:
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2006 წლის მარტში დაასრულა
პროქტი ‘ინფორმაციის თავისუფლების ცხოვრებაში დანერგვა, სამართლებრივი რეფორმა და
ფინანსური გამჭვირვალობა’ რომელიც ხორციელდებოდა ‘ღია
საზოგადოება ინსტიტუტის’ ფინანსური მხარდაჭერით. ამ პროექტის ფარგლებში ერთი
წლის განმავლობაში საია ახორციელებდა ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ
სამართალწარმოებას, ტრენინგებს და სემინარებს ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე,
საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მონიტორინგს, აჭარის ა/რ
მთავრობის სარეზერვო ფონდის მონიტორინგს, ‘საქტელერადიომაუწყებლობაში’ მიმდინარე
რეფორმის მონიტორინგს, ასევე მრავალ სხვა ანტიკორუფციული საქმიანობას. კამპანიის “საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ” ფარგლებში არამხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მონიტორინგი განხორციელდა, არამედ დეტალურად იქნა შესწავლილი აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდის 2004-2005 წლების ფინანსური საქმიანობა. ამ კვლევის შედეგება ზემოაღნიშნული ფონდის ხარჯვასთან დაკავშირებულ მრავალ დარღვევას მოჰფინა ნათელი, კერძოდ, თანხების განკარგვა ფონდიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილებების საფუძველზე ხდებოდა, კანონით დადგენილი მოთხოვნები და ფონდის მიზნები, როგორც წესი, იგნორირებული იყო, არსებულ დარღვევებზე კი, არაერთი მითითების მიუხედავად, ავტონომიური რესპუბლიკის არცერთი მაკონტროლებელი ორგანო არ რეაგირებდა.
იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები:
სარეზერვო ფონდების მონიტორინგი გაგრძელდა 2005 და 2006 წლებშიც, ამასთან
პრეზიდენტის ფონდს დაემატა მთავრობის ფონდიც.
იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები:
2004 წლიდან საქტელერადიომაუწყებლის სისტემაში “ძირეული” რეფორმა დაიწყო. რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს რეფორმა და რამდენად ძირეული ცვლილებების გატარება მოხერხდა, ამის ანალიზი საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციამ 2005 წელს გააკეთა. რეფორმის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენდა: 1. საქტელერადიომაუწყებლობის მართვის სრულყოფა; 2. საკადრო ოპტიმიზაცია; 3. ინსტიტუციური და ფუნქციონალური რეფორმა.
იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი:
2005 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ
ანტიკორუფციული კამპანია “საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ” ფარგლებში
გამოსცა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მონიტორინგის პირველი
ანგარიში. კვლევაში მოცემულია 2004 წლის და 2005 წლის პირველი კვარტლის პერიოდში
განხორციელებული ხარჯვის შეფასების შედეგები.
მე-20 საუკუნის 70-იან წლებში მომხდარი ცნობილი “უოთერგეითის”
სკანდალი საფუძვლად დაედო ამერიკის შეერთებულ შტატებში Sunshine Laws ანუ “თაკარა
მზის კანონების” მიღებას, რომლებიც ავალდებულებდა სახელმწიფოს ემუშავა ღიად და
გამჭვირვალედ საზოგადოების მეთვალყურეობის ქვეშ. |
2008 წლის 6 აგვისტოს სასტუმრო ამბასადორში ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის პრაქტიკის ანალიზის პრეზენტაცია მოხდა. ამავე დღეს საიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლის თანახმადაც საია იმ ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვალდებულებას აწესებს პირის მიერ სასამართლოსამი მიმართვამდე.
კვლევის მიზანი იყო ადმინისტრაციული საჩივრების მექანიზმის ეფექტურობის შეფასება, რაც გაპირობებული გახლდათ ბოლოდროინდელი ცვლილებებით, კერძოდ, 2007 წლის დეკემბრის ცვლილებებმა სასამართლოსადმი მიმართვამდე ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის სავალდებულოობა განსაზღვრა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური საკითხები: • რამდენად ეფექტურია ადმინისტრაციული საჩივრის მექანიზმი და შეხვდნენ თუ არა მომზადებულები ადმინისტრაციული ორგანოები ამ საკანონმდებლო ცვლილებას? • ადმინისტრაციული საჩივრის სავალდებულო ხასიათი ხომ არ არღვევს ინფორმაციის მიღებისა და სასამარლოსადმი მიმართვის უფლებას? • საჩივრის განხილვისას დაშვებული პროცედურული დარღვევები უფრო მეტად ხომ არ გაზრდის სასამართლოების გადატვირთულობას? • როგორ არის შესაძლებელი აღნიშნული დარღვევების აღმოფხვრა და მათი პრევენცია? კვლევის ფარგლებში საიამ 100 განცხადებით და მოგვიანებით 83 საჩივრით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოებს. წარდგენილი საჩივრების 62,65% ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა. იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები * პრეზენტაცია
2008 წლის 5 აგვისტოს ინფორმაციის თავისუფლების კვირეული სასამართლო პრაქტიკის ანალიზის პრეზენტაციით გაგრძელდა.
ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საქმეების ანალიზში ასახულია 2005 წლიდან 2008 წლამდე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განხილულ დავები. პრეზენტაციის შემდეგ განხილულ იქნა ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა სასამართლო გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა, პერსონალური მონაცემების დაცვა, საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმარტება, კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის გამჭვირვალობის საკითხი, მაღალი სახელმწიფო ბაჟი, საგადასახადო საიდუმლოების ცნება და ა.შ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები, საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. დისკუსიამ ცხადი გახადა, რომ ინფორმაციის თავისუფლების თემა დღითიდღე სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტს იძენს, თუმცა სასამართლო პრაქტიკა შესამჩნევი პროგრესის მიუხედავად არ არის ერთგვაროვანი და თანმიმდევრული. იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი: * პრეზენტაცია ინფორმაციის თავისუფლების ნორმების განმარტება და დანერგვა
პრაქტიკაში სასამართლო გადაწყვეტილებებით ხდება. მათ განსაკუთრებული გავლენა აქვთ
გამჭვირვალეობის სტანდარტის გაუმჯობესებასა ან გაუარესებაზე, ამიტომ, მათი
მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სისტემატურად ახორციელებს სასამართლო გადაწყვეტილებების მონიტორინგს და პერიოდულად
გამოსცემს ინფორმაციის თავისუფლების სფეროში სასამართლო პრაქტიკის ანალიზს.
ინფორმაციის თავისუფლების კვირეულის ფარგლებში 2008 წლის 4 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასტუმრო ამბასადორში მოახდინა ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების მონაცემთა ბაზების (www.gyla.ge/foicourt და www.gyla.ge/foiadmin) პრეზენტაცია. მონაცემთა ბაზებში თავმოყრილია საქართველოს მასშტაბით ყველა სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია.
სულ სასამართლო გადაწყვეტილებების მონაცემთა ბაზაში - www.gyla.ge/foicourt მოცემულია 193 გადაწყვეტილება, აქედან 190 მიღებულია საერთო სასამართლოების, ხოლო დანარჩენი 3 – საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების მონაცემთა ბაზაში - www.gyla.ge/foiadmin კი, თავმოყრილია ყველა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული სულ 100 გადაწყვეტილება, რომელთაგან, 97 ინიცირებულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ კვირეულის ფარგლებში 2008 წლის 3 აგვისტოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა სემინარი თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის ინფორმაციის თავისუფლების თემაზე.
სემინარზე განხილულ იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები, ასლის გადაღების მოსაკრებლის საკითხი, 10 დეკემბრის ანგარიშები, საიდუმლო ინფორმაციის კატეგორიები, ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის პროცედურები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ინფორმაციის თავისუფლების კვირეულის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით 2008 წლის 1 აგვისტოს ჩატარდა სემინარი აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებისათვის. სემინარის თემა იყო ინფორმაციის თავისუფლება.
სემინარში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის, სამინისტროების და დეპარტამენტების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლები და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირები. სემინარის მიმდინარეობისას განხილულ იქნა ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობა, თანამედროვე გამოწვევები და პრობლემები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების როლი და ფუნქციები, პრესსამსახური მუშაობის დროს, განცხადებასთან დაკავშირებული სავადლებულო წარმოება, 10 დეკემბრის ანგარიშები, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახადასთან დაკავშირებული სირთულეები. მონაწილეთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია საიდუმლო ინფორმაციის სახეებზე მსჯელობამ, პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხმა. Aასევე, აქტიური განხილვის საგანი გახდა ადმინისტრაციული საჩივრის ინსტიტუტი და ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოება, რადგან სემინარის მონაწილეების განმარტებით მათ დაწესებულებებში ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის პრაქტიკა ძალზე მწირია. სემინარის დასრულებისას საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი: * ტრენინგის მასალები * პრეზენტაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოში ეუთოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით 2007 წლის 6-11 დეკემბერს დაბა გუდაურში გამართა ტრენინგი თემაზე: “ინფორმაციის თავისუფლება – საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი ჟურნალისტებისათვის”.
აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობდა 83 მოქმედი ჟურნალისტი და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი. მონაწილეთა შერჩევა მოხდა კონკურსის საფუძველზე, გეორგაფიული ბალანსის დაცვით. ტრენინგებში ასევე მონაწილებდნენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან.
ციტატები უკუგების ფორმებიდან:
ტრენინგების სერიის დასრულებისთანავე საიამ შექმნა ქსელი “ინფორმაციის
თავისუფლება მედიისთვის”
GYLA_Foi_For_Media@yahoogroups.com, სადაც ჟურნალისტებს საშუალება
აქვთ გაცვალონ ინფორმაცია, აზრები, ან უბრალოდ კავშირი ჰქონდეთ ერთმანეთთან. საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების მიზნით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2007 წელს მოამზადა ანგარიში – ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში. ანგარიშის მიზანს წარმოადგენა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემატური სფეროების გამოკვეთა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ანგარიშში ხაზგასმულია შემდეგი საკითხები:
იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი:
პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხს ქართულ
კანონმდებლობაში საკმაოდ მწირი რეგულირება ეთმობა, აქტუალურია ამ სფეროში
ამომწურავი კანონპროექტის შემუშავება და კანონის მიღება. პერსონალური მონაცემების
დაცვის სფეროში საკანონმდებლო რეგულირების შექმნის მხარდაჭერის მიზნით საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო
გამოცდილება და მოამზადა პერსონალური მონაცემების სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების
კანონმდებლობის ანალიზი. აღნიშნული ანალიზი მოიცავს ცხრა ქვეყნის კანონმდებლობის
შესახებ ინფორმაციას, ესენია: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, საფრანგეთი,
ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, უნგრეთი. წარმოდგენილ პუბლიკაციაში დაინტერესებულ
პირებს შეუძლიათ იხილონ პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო
პრაქტიკა.br />
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი შემოღებულ იქნა 2005 წელს ერთიანი სტანდარტის დასაწესებლად, თუმცა მის პრაქტიკაში დანერგვას მრავალი პრობლემა მოჰყვა. სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისათვის, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსაკრებლის კანონით გათვალისწინებული წესით მიღება გადაულახავ დილემად იქცა და შედეგად, არაერთგვაროვანი პრაქტიკა კანონდარღვევაში გადაიზარდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2007 წლის 7 მარტს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, გამართა სამუშაო შეხვედრა, თემაზე: strong>“როგორ დავამკვიდროთ ერთიანი სტანდარტი ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით?”
სამუშაო შეხვედრისათვის შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები: a) საჯარო დაწესებულებებმა უნდა შეიმუშავონ შიდა აქტები, რომლითაც განისაზღვრება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები _ მათი ვალდებულებები. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესები და პასუხისმგებელი პირები. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების შედეგად სალაროში ჩარიცხული ფულადი სახსრების ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე გადარიცხვის წესები; b) საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად უნდა დაწესდეს გარკვეული ზღვარი (დაახლოებით 3 ლარი), რომლის ფარგლებში საჯარო ინფორმაციას საჯარო დაწესებულებები გასცემენ უფასოდ, ხოლო დადგენილ ზღვარს ზემოთ გაცემული ინფორმაციისათვის მოქალაქე გადაიხდის კანონით დადგენილ მოსაკრებელს.
& იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები: 10 დეკემბრის ანგარიშის, ანუ საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნათა დაცვის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადებაში საჯარო დაწესებულებების მხარდასაჭერად, 2006 წლის 17 ნოემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, თემაზე: “strong>როგორ დავწეროთ 10 დეკემბრის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ”.
უუნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ წელს წარდგენილი ანგარიშების შინაარსობრივი მხარე ხარისხით მნიშვნელობვნად აღემატებოდა წინა წლების განმავლობაში წარდგენილ ანგარიშებს. იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები: * 10 დეკემბრის ანგარიშის” სანიმუშო მოდელი * პრეზენტაცია ინფორმაციის მიღების უფლება ნებისმიერი პირის ფუნდამენტური
უფლებაა, ამიტომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ევროპის კავშირის ფინანსური
დახმარებით შექმნა ბროშურა “შენ უფლება გაქვს. . . “, სადაც მოკლედ, მარტივად და
ამავე დროს ამომწურავად არის მოცემული ყველა ის ინფორმაცია, რაც მოქალაქეს შეიძლება
დასჭირდეს საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოსათხოვად. br />
ააღნიშნული ბროშურა ითარგმნა რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და გავრცელდა
რეგიონებში, როგორც ქართულ ენოვან, ასევე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ
მოსახლეობას შორის.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველაზე მეტად მაშინ იზღუდება,
როდესაც იგი გამოძიების ინტერესებთან იკვეთება. შეიძლება თუ არა ყოველთვის, როდესაც
გამოძიებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ვითხოვთ უარი ინფორმაციის გაცემაზე
“გამოძიების ინტერესებით” გამართლდეს და სად არის ზღვარი? აღნიშნული საკითხი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2006 წელს პრემიერ მინისტრ – ზურაბ ჟვანიას
გარდაცვალების მაგალითზე განიხილა ანგარიშში - “strong>ინფორმაციის თავისუფლება და
გამოძიების ინტერესები”, სადაც კიდევ ერთხელ დასაბუთდა, რომ “უპირობოდ
საიდუმლო ინფორმაცია” არ არსებობს.
2006 წელს ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ჩილეს წინააღმდეგ, რომელშიც ინფორმაციის თავისუფლება მოიხსენია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად. ეს იყო პირველი შემდთხვევა, როდესაც საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან ინფორმაციის თავისუფლება აღიარებულ იქნა ადამიანის ძირითად უფლებად. ამ ფაქტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიუძღვნა სტატიათა კონკურსი - “strong>ინფორმაციის თავისუფლება _ ადამიანის ფუნდამეტური უფლება?”. საკონკურსო კომისიის წევრებმა კონკურსანტთა ნაშრომებიდან გამოავლინეს სამი საუკეთესო სტატია, რომლებიც საბოლოოდ კონკურსში გამარჯვებული თემების სახით გამოიცა.
იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი:
ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო
პრაქტიკის ანალიზის მეორე გამოცემა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა 2005
წელს და იგი მოიცავდა პერიოდს 2004 წლის იანვრიდან 2005 წლის აპრილამდე. ანალიზში
განხილულია ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებული გასაჩივრების
კანონმდებლობით დადგენილი მექანიზმები და მათი ეფექტურობის საკითხები; საგადასახადო
საიდუმლოების, პერსონლური მონაცემების, გარემოს დაცვით საკითხებზე სასამართლოს
გადაწყვეტილებები და მრავალი სხვა პრობლემატური თემები.
საჯარო დაწესებულებები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე
მუხლის თანახმად, ვალდებულნი არიან ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს
პრეზიდენტსა და პარლამენტს წარუდგინონ ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების
მდგომარეობის შესახებ, კერძოდ ინფორმაცია მათ მიერ წლის განმავლობაში ინფორმაციის
თავისუფლების მოთხოვნათა დაცვის შესახებ. აღნიშნული ემსახურება გამჭვირვალეობის
სფეროში საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების გაზრდას და პრეზიდენტისა და
პარლამენტის ინფორმირებას არსებული მდგომარეობის შესახებ. საინტერესოა ასრულებენ თუ
არა საჯარო დაწესებულებები ამ ვალდებულებას და რეაგირებენ თუ არა პრეზიდენტი და
პარლამენტი დარღვევებზე. 2005 წელს საიამ კამპანია “strong>საქართველოს მთავრობა
თაკარა მზის ქვეშ” მეორე ანგარიშში შშეისწავლა საჯარო დაწესებულებების მიერ
წარდგენილი ანგარიშები, შედეგად კი, გამოავლინა, რომ კანონის ეს მოთხოვნა ხშირ
შემთხვევაში ფორმალობად რჩება. საჯარო დაწესებულებების მხოლოდ მიზერული რაოდენობა
წარადგენს ყოველწლიურად ანგარიშს, ხოლო პრეზიდენტისა და პარლამენტის მხრიდან ამ
დარღვევას არანაირი რეაგირება არ მოყვება.
რამდენად ეფექტურია ინფორმაციის მიღების დარღვეული უფლების
აღსადგენად სასამართლოსათვის მიმართვა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად და
სასამართლო გადაწყვეტილებების ტენდენციების შესასწავლად ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციამ strong>ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო
პრაქტიკის ანალიზი გააკეთა. აღნიშნული ანგარიში წარმოადგენდა რიგით პირველ
ანალიზს და აერთიანებდა 2000 წლიდან (ანუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ძალაში
შესვლიდან) 2004 წლამდე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. კვლევაში აქცენტი
გაკეთდა ინფორმაციის თავისუფლების გავრცელების სფეროზე; ნორმების განსხვავებული
განმარტების პრობლემეზე; პირად და კომერციულ საიდუმლოებაზე; ზიანის ანაზღაურების
საკითხებსა და სხვა საყურადღებო სფეროებზე.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვების დაწესების წესები
საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული, რომელთა თანახმად, შეზღუდვა
გამონაკლისის სახით უნდა არსებობდეს, გამონაკლისი ნათლად და ვიწროდ უნდა იყოს
ფორმულირებული და უნდა ექვემდებარებოდეს “ზიანის” და “საზოგადოებრივი ინტერესის
ტესტს”.br />
დეტალური ინფორმაცია ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის საერთაშორისო
სტანდარტებისა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შესახებ
შეგიძლიათ იხილოთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოზადებულ ბროშურაში - “ინფორმაციის
თავისუფლება და გამოიძიების ინტერესები””. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს და მიიღოს
სახელმწიფო ინსტიტუტებში არსებული ინფორმაცია და აირჩიოს მისი ფორმა, ხოლო საჯარო
დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. |
საქართველომ ხელი მოაწერა პირველ საერთაშორისო
ხელშეკრულებას ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ტრენინგი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
საიას ინფორმაციით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიღებიდან დღემდე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. არც საიას სასამართლო გადაწყვეტილებების მონაცემთა ბაზაში (www.gyla.ge/foicourt) და არც ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზაში (www.gyla.ge/foiadmin) ასეთი გადაწყვეტილებები არ გვხვდება. სწორედ ამიტომ, ტრენინგის მიზანი იყო ინფორმაციის თავისუფლების ინსტრუმენტის გამოყენების ხელშეწყობა ჟურნალისტურ საქმიანობაში. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ ზუგდიდში მომუშავე სხვადასხვა მედია საშუალებების ჟურნალისტები. ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: • ინფორმაციის თავისუფლება, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება; • ინფორმაციის თავისუფლება, როგორც საზოგადოებრივი კონტროლის საშუალება; • ინფორმაციის თავისუფლების გავცელების სფერო; • საჯარო დაწესებულების ცნება, საჯარო ინფორმაციის არსი; • ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა, საიდუმლო ინფორმაციის კატეგორიები, ზიანისა და საზოგადოებრივი ინტერესის სფერო; • საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურები, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი; • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირის ინსტიტუტი; • სასამართლო ორგანოები და ინფორმაციის თავისუფლება; • საიას მონაცემთა ბაზები, როგორც ინფორმაციის წყარო; • განცხადების შედგენა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ; • ადმინისტრაციული საჩივრის შედგენა უარის შემთხვევაში; • სარჩელის წარდგენა სასამართლოში. იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები: * პრეზენტაცია * მონაწილეთა სია * დღის წესრიგი ინფორმაციის თავისუფლება – ფუნდამენტური უფლება
2008 წლის 17-18 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, დაბა გუდაურში ჩაატარა ტრენინგი ინფორმაციის თავისუფლების თემაზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ჟურნალისტებისათვის. სამუშაო ენები იყო რუსული და ქართული.
ტრენინგი გაიმართა საქართველოში ეუთოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით. მასში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მარნეულის, გარდაბნის და სხვა რაიონებიდან წარმოდგენილმა ჟურნალისტებმა. ტრენინგის მიმდინარეობისას განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებები მათი გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტები, ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობა, მისი მარეგულირებელი ნორმები საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე. ინფორმაციის გამოთხოვის წესი, პროცედურები, საიდუმლო ინფორმაციის სახეები, ინფორმაციის გასაიდუმლოების კანონიერი საფუძვლები, გასაჩივრების მექანიზმები. ინფორმაციის გამოთხოვისა და გასაჩივრების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით 2 დღის განმავლობაში მონაწილეების მიერ განხილულ თემებთან დაკავშირებით შესრულებულ იქნა არაერთი პრაქტიკული სამუშაო. ტრენინგის დასრულებისას ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ჟურნალისტებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები: * 17-18 ნოემბრის ტრენინგის დღის წესრიგი. * ტრენინგის მოდული რუსულ ენაზე. * პრეზენტაცია რუსულ ენაზე. საია აგებს საქმეს და იგებს უფლებათა განმარტებებს “მედისონი აგებს საქმეს და იგებს უფლებებს” 2008 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.” მოსარჩელეები
ითხოვდნენ საგადასახადო საიდუმლოების შესახებ საგადასახადო კოდექსის გარკვეული
ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. ასოციაციას მიაჩნია, რომ საგადასახადო
საიდუმლოების ინსტიტუტი კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში, ვინაიდან ის არ
განეკუთვნება კონსტიტუციით აღიარებული საიდუმლოების (კომერციული, სახელმწიფო,
პროფესიული საიდუმლოება) არც ერთ სახეს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის შესახებ
ნებისმიერი ინფორმაციის გასაიდუმლოება არ არის ვიწროდ მიზანმიმართული, აუცილებელი
დემოკრატიულ საზოგადოებაში და მიზნის თანაზომიერი. ოფიციალურ დოკუმენტებზე
ხელმისაწვდომობის აღნიშნული შეზღუდვა არ არის ზუსტად ჩამოყალიბებული, ბუნდოვანია და
ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. ასეთ ვითარებაში, საგადასახადო ორგანოებს
ეძლევათ შესაძლებლობა თვითნებურად შეზღუდონ მათთან არსებული ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა. 2008 წლის 24-25 ოქტომბერს, დაბა გუდაურში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უმასპინძლა რიგით მეორე სამუშაო შეხვედრას ინფორმაციის თავისუფლების თემაზე, პრესსამსახურის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შორის.
- საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობა; - სასამართლოში ვიდეოგადაღების დაუშვებლობა; - კრიზისული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება; - ჟურნალისტების გათავისუფლება პასუხისმგებლობისაგან სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისას; - ინფორმაციის საიდუმლოდ ცნობის კანონიერების შემოწმების მექანიზმები; - ინფორმაციის თავისუფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით. სამუშაო შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ, ასევე, შესაბამისი სფეროს ექსპერტები. პრესსამსახურის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შორის გამართული ორი სამუშაო შეხვედრის ჯამში დაგროვილი მასალების საფუძველზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე რეკომენდაციების მოამზადებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოში ეუთოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით 2008 წლის 18-19 ოქტომბერს დაბა გუდაურში გამართა პირველი სამუშაო შეხვედრა პრესსამსახურებისა და ჟურნალისტებისათვის ინფორმაციის თავისუფლების თემაზე.
• პრესსამსახურების უფლებებისა და მოვალეობების სფეროში ერთიანი სტანდარტის არარსებობა; • პრესსამსახურების დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი; • ინფორმაციის სრულყოფილად და ოპერატიულად მოწოდების პრობლემა; • ძალოვანი უწყებების მიერ ინფორმაციის გაუცემლობა; • სამართლებრივი მექანიზმების იშვიათი გამოყენება ჟურნალისტების მიერ; • საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარის ტენდენცია. იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი: * სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგი. 28 სექტემბერი – ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე 2008 წელი 28 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 14:00 საათზე, ქალაქ გორში, გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულება და მონაწილეობა დემოკრატიულ მხარდაჭერაში“. მრგვალი მაგიდის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა და საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო.
2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ საქართველოსთვის დახმარების გასაწევად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სავალუტო ფონდი), აგრეთვე ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა დონორები მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფას გეგმავენ. ეს თანხები ქვეყანას ომის შედეგად მიღებული ზარალის შემცირებასა და შედგომ განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება, თუმცა, იმისთვის, რომ თანხები სწორად განაწილდეს, სწორად დაიხარჯოს და სწორი შედეგები მივიღოთ, აუცილებელია, რომ მათ პრიორიტეტებად გადანაწილებისა და განკარგვასთან დაკავშირებული პროცესები საჯაროობისა და მონაწილეობის პრინციპების დაცვით წარიმართოს. ინფორმაციის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა. ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, მიიღოს ინფორმაცია გამოყოფილი დახმარებების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ამ დახმარებების განაწილება და ხარჯვა საზოგადოების მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობდეს. სწორედ ამ საკითხზე – საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების განკარგვის გამჭვირვალობის მექანიზმებზე იმსჯელეს მრგვალი მაგიდის ორგანიზატორმა და მონაწილე ორგანიზაციებმა. ორგანიზატორმა ორგანიზაციებმა ასევე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება ”საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების პრიორიტეტების მიხედვით განაწილებისა და მათი განკარგვის გამჭირვალობის შესახებ”. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიება განხორციელდა ეუთოსა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები: * საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განცხადება. 2007 წელი 2007 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღნიშნა ქვეყნის რვა რეგიონში, ესენია: თბილისი, რუსთავი, თელავი, დუშეთი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი და ბათუმი.
ზემოთ აღნიშნულ რეგიონებში ინფორმაციის თავისუფლების
საერთაშორისო დღე სხვადასხვა ფორმით აღინიშნა, ჩატარდა შეხვედრები, მრგვალი
მაგიდები, აქციები, დარიგდა სპეციალური საინფორმაციო ფურცლები და სხვა.
იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები: * არასამთავრობო ორგანიზაციათა მიმართვა ადამიანის უფლებათა საორგანიზაციო კომიტეტის ოფიციალურ დოკუმენტთა ხელმისაწვდომობაზე მომუშავე სპეციალისტთა ჯგუფის მიმართ 2006 წელი 2006 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს
სახალხო დამცველის ოფისთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსთან ერთად აღნიშნა ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე. 28
სექტემბერს საიას და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა საქართველოს რვა
რეგიოში (თბილისი, რუსთავი, დუშეთი, გორი, თელავი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი)
ჩაატარეს საჯარო გაკვეთილები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე და გაავრცელეს საიას
მიერ შექმნილი გაკვეთილების ცხრილი. ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე დაარსდა და პირველად აღინიშნა 2003 წლის 28 სექტემბერს ბულგარეთში. მას შემდეგ, ეს დღე ყოველწლიურად არერთ ქვეყანაში აღინიშნება.
მიიღეთ მონაწილეობა ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღის პოპულარიზაციაში,
რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეატყობინეთ მისი არსებობისა და მნიშვნელობის შესახებ.
გაავრცელეთ ეს ინფორმაცია ინტერნეტით და თქვეს ხელთ არსებული სხვადასხვა
საშუალებით. თუ გსურთ უფრო მეტი შეიტყოით იმის შესახებ, როგორ შეგიძლიათ შეუწყოთ ხელი ინფორმაციის თავისფულების საერთაშორისო დღის პოპულარიზაციას, ჩამოტვირთეთ:
კამპანია აღიარე ჩემი უფლება
ინფორმაციის თავისუფლების კვირეულის ფარგლებში 2008 წლის 1 აგვისტოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელის (UGPN) მიერ ორგანიზებულ იქნა საჯარო დისკუსია “ოფიციალურ დოკუმენტთა ხელმისაწვდომობის შესახებ” ევროპის კონვენციის პროექტთან დაკავშირებით.
იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები: * ევროპის საბჭოს კონვენციის პროექტი ინგლისურ ენაზე. ინფორმაციის თავისუფლება, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება პირველად 2006 წელს
აღიარა ინტერ-ამერკულმა სასამართლომ, საქმეში “კლოდ რეისი ჩილეს წინააღმდეგ”.
ამჯერად ინფორმაციის თავისუფლების ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად ცნობის საკითხი
აქტიურად განიხილება ევროპის მასშტაბით. მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელი არის გრიგოლ
ვაშაძე. |
| Copyright © 2008, GYLA All Right Reserved | |