|
სწორედ აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შექმნა მონაცემთა ბაზა - ინფორმაციის თავისუფლების ლექსიკონი. წარმოდგენილ ბაზაში მოცემულია ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული 61 ტერმინის განმარტება, ანუ ყველა ის ინფორმაცია, რაც შესაძლოა საჭირო გახდეს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას. ბაზის მარტივი საძიებო სისტემა გაუადვილებს დაინტერსებულ პიირებს საჭირო სამართლებრივი ტერმინების მოძიებას და დაეხმარება სასურველი მოთხოვნის კვალიფიციურად ჩამოყალიბებაში. ამასთან, მონაცემთა ბაზა დასურათებულია და ყოველ ტერმინს ახლავს შესაბამისი ფოტო ან ნახატი, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება განმარტების სრულყოფილად აღქმაში და სახალისოს გახდის ბაზით სარგებლობას. იმედი გვაქვს, ინფორმაციის თავისუფლების ლექსიკონი რეალურ მხადრაჭერას აღმოუჩენს ბაზით სარგებლობის ყველა მსურველს. |
| Copyright © 2007, GYLA All Right Reserved | |